რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის გასათავისუფლებლად მხოლოდ ქართველები იბრძოდნენ. ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია არც ბათუმში მყოფ საბჭოთა კავალერიას, რომელსაც დიმიტრი ჟლობა მეთაურობდა, და არც ქუთაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ვაგონებით შემოყვანილ წითელი არმიის ქვეითთა შენაერთებს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს XI წითელი არმიის სარდალმა ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული ჯარის ხელმძღვანელებად ნ. ვ. კუიბიშევი და პოლიტკომისარი მ. ლისოვსკი დანიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე სარაჯიშვილმა ავლაბარში ქალთა პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად 50 000 მანეთი უანდერძა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა შალვა დადიანმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: სვიმონ დევდარიანი, ალექსანდრე კორძაია, მ. კვალიაშვილი, გრიგოლ დევდარიანი, ან. კოკელიძე, მ. რევაზიშვილი, ვ. მაღრაძე და სხვ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ქეთო კალაძე, დ. ძნელაძე, ნ. სიხარულიძე, მ. ქუთათელაძე, ვასილ ხოზბერაშვილი, დ. სხილაძე, ს. პაპუნაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივლისში ომში დაჭრილი ლავრენტი იოსების ძე ბერიძე კიევის ერთ-ერთ ლაზარეთში მკურნალობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ავჭალაში გაჩნდა დიფტერია, მთავრობამ მაზრის ექიმი კლიაჩინი გაგზავნა ავადმყოფთა დასახმარებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მარტყოფის თეატრ-სამკითხველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რახიელ ბეჟანიშვილმა, მასწავლებელმა ელენე კუხიანიძემ და ღვთისო სალთხუციშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოადგიეეს „პატარა კახი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკ. თუშმელაშვილი, ვ. ეპიტაშვილი, ნ. სიდამონიძე, გრიგოლ მომცემლიძე და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 ოქტომბერს გამართულ ქალაქის სკოლათა გამგეობის კრებას ხელმძღვანელობდა სკოლათა გამგე-კომისიის თავმჯდომარე ი. ს. ალიხანოვი. კრებაზე განიხილეს მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

