რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში თბილისში ჩამოვიდა მიხეილ ნანობაშვილი, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერაში მღეროდა.
ტიპი: ავტორობა
შ. დადიანის დასასვენებლად გამგზავრების წინ, თეატრში გაიმართება მისი ახალი პიესის „გეგეჭკორის“ წარმოდგენა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დამფუძნებელმა კრებამ ნიკო ნიკოლაძისგან შეიძინა სამკითხველო, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში აჭარიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვდა აკაკი ჩხენკელს. მათ აჭარასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ამიერკავკასიის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრის დასაკავებლად პროფესორი როსტოვცევი თბილისში ჩამოვიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ტასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით ქართული დასი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ახალი მხატვრული ჟურნალი „პარნასი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილის ბენეფისისთვის ოპერა „ჰუგენოტები“ უნდა დაედგათ. სარაჯიშვილს რაულის პარტია უნდა შეესრულებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაში დანიშნული იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც პოლიევქტოს კარბელაშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ირაკლის დროის ქართლის ტახტის მაძიებელნი“ და ახალი წევრები აერჩიათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჯორჯ ნატანიელ კერზონი მას ამიერკავკასიაში უნივერსიტეტების გახსნას ულოცავდა და წარმატებას უსურვებდა.