საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80195

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს ნოე ჟორდანიამ მიიღო დეპეშა აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები თათრებისგან, რომლებიც სომეხთა თავდასხმების გამო ჩიოდნენ და მთავრობის თავმჯდომარეს საზღვრებზე სომხების თავდასხმების აღსაკვეთად ზომების მიღებას სთხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მოურავის ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილის განკარგულებით „პოლონელთა“, „სამხატვრო წრისა“ და „ვაჭარ-მრეწველთა“ კლუბებში აკრძალული ქაღალდის თამაშის ხელმძღვანელები და დარაჯები, რომლებმაც დასათვალიერებლად მისული მოურავი კლუბში არ შეუშვეს, დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში აკაკი წერეთლის ძეგლის დასადგმელად საჭირო პირობების შესამუშავებლად ხელოვნების კომისიისა და ეთნოგრაფიული საზოგადოების გაერთიანებული სხდომა მოიწვიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე გომართელი დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში განათლების სამინისტროსთან დაარსდა სასწავლო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეობაც დაეკისრა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ივანე ჯავახიშვილს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა საფრანგეთში აშშ-ის ელჩს, ჰიუ კემპბელ უოლესს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფოსა და ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ ამიერკავკასიის ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას ატყობინებდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში უფროსი ინჟინერი ალექსანდრე კანდელაკი საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა ბაქოში, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოსთვის ნავთობის მიყიდვის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ა. კანდელაკი სახაზინო რკინიგზის უფროსი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბორჩალოს მაზრის სოფელ პატარა გომარეთის მცხოვრებლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს მიწის სიმცირის გამო ბარათაშვილის ყოფილ ადგილზე, ე. წ. „დიაში“, გადასახლების ნებართვა სთხოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში კაფე „ფრასკატში“ დედობისა და ბავშვთა დაცვის საზოგადოების სასარგებლოდ გათამაშდა ლატარეა, რომელსაც დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მეუღლე ინა კორენევასთან ერთად, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დავით კლდიაშვილის იუბილეს მომწყობი კომისიისა და მწერალთა კავშირის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე საიუბილეო დღის წესრიგი შეიმუშავეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში ქალაქის საბჭომ დაადგინა, საარტისტო საზოგადოების თეატრის შენობა იძულებით ჩამოერთმიათ მისი პატრონის, დავით საგნაგსკისთვის. ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მისთვის შენობის საფასურად უნდა მიეცათ 397254 მანეთი, როგორც იყო შეფასებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ნოე ჟორდანიას ბიუსტის დამზადება დაასრულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინისგან მიიღო ნოტა, რომელშიც ის თეთრი მოძრაობის ლიდერის, ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩაბმას მოითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს პარიზიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორს იაპონიის მიერ საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარების ბარათი გამოუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე პარიზში წარგზავნილი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში ზურაბ მაჩაბელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდე ოქროპირიძემ დამფუძებელი კრების ხელოვნების კომისიაში შეიტანა განცხადება მცხეთის საპატრიარქო ტაძრის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის მოთხოვნით.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის თებერვალში ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა გორში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სერგო ივანეს ძე ევლახიშვილის მონაწილეობით სახელმწიფო თეატრში დაიდგა ოპერა „სევილიელი დალაქი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრ გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძის განკარგულებით მარსელიდან ჩამოსული 117 ქართველი ყოფილი სამხედრო ტყვის დასახვედრად და თავიანთ მაზრებში გასაგზავნად ბათუმში შტაბ-ოფიცერი გაიგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ინჟინერ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით რკინიგზის სახიზინო სამმართველოს შენობაში გაიმართა თათბირი საუღელტეხილო რკინიგზის თბილისი-კავკავის გზაზე გაყვანის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გზათა სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქუთაისში გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და კოლაუ ნადირაძის მონაწილეობით გამოიცა ჟურნალ „შვილდოსნის“ პირველი ნომერი. ჟურნალი ღირდა 30 მანეთი.