რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში ნოე ჟორდანია მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად საგანგებო მატარებლით გორში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარედ რაჟდენ არსენიძე აირჩიეს, წევრებად – სიმონ ჯაფარიძე და მთავარი შტაბის წარმომადგენელი ანანია სალუქვაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიკო-სანიტარული განყოფილების უფროსი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში სახალხო უნივერსიტეტთან არსებულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევის პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“. სპექტაკლის შემოსავალი გორის ფონდის გასაძლიერებლად გადადეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში სწრაფი მატარებლით გორში გაემგზავრნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის უფროსი დე ნონანკური, საფრანგეთის კონსული დუ-რუა, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი და იტალიის მისიის წარმომადგენელი კუკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში გორიდან თბილისში დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე და ადმინისტრაციულ განყოფილებათა უფროსი ვ. მგალობლიშვილი. ისინი 20 თებერვალს გაგზავნეს გორში მიწისძვრის შედეგების ადგილზე გასაცნობად და სასწრაფო ზომების მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ბენეფისისთვის სახელმწიფო თეატრში დაიდგა „აბესალომ და ეთერი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა მევენახეობისა და მეღვინეობის ყრილობის საბჭოს სხდომა. საბჭომ საჭიროდ მიიჩნია, თბილისის ლაბორატორიასთან დაეარსებინა საკუთარი ლაბორატორია, სადაც შეამოწმებდნენ ღვინოს და მსურველებს ევროპული წესით ღვინის დაყენებას შეასწავლიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჩხაიძე მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე დ. გედევანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში მიწისძვრასთან დაკავშირებით თბილისიდან გორში გაგზავნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, რკინიგზის უფროსი, სამედიცინო პერსონალი და ინჟინრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში იტალიის სამოქალაქო მისიამ სენატორ კონტორის მეთაურობით ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მათ დიდხანს ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის ეკონომიკური დაახლოების პერსპექტივებზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში თბილისის მომღერალთა კავშირმა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სახალხო სახლში მუშებისათვის უფასო კონცერტი გამართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის თებერვალში საგარეჯოს თემში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა. თემის თავმჯდომარედ აირჩიეს აგრონომი ს. მჭედლიშვილი.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მეორე უბნის კომისარმა შეიპყრო ივ. გულიაევი, ვ. ზაიცევი, ვ. ლებედინსკი, ვასილ და მარიამ გულიაევები და არსენ ლებედინსკი, რომელთაც მოწყობილი ჰქონდათ ფართო ორგანიზაცია და სისტემატურ ქურდობას ეწეოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
პავლე საყვარელიძე დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.