რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით ქვრივი მარიამ გიორგის ასული შერმაზანოვი და ქალიშვილი თამარ სერგოს ასული შერმაზანოვი აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის წლისთავის წირვას გადაიხდიან 8 დეკემბერს ხოჯევანქრის სასაფლაოს ეკლესიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გ. ა. მანიხი, მართა მათეს ასული ოდაბიშიანი და ს. ა. ტერ-სტეპანიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგებად მუშაობდნენ. მათი ანაზღაურება 150 მანეთს შეადგენდა, ხოლო დამატების სახით იღებდნენ 120 მანეთს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მაისს ვეჰიბ-მეჰმედიმ აკაკი ჩხენკელს მადლობის წერილი გაუგზავნა ბათუმში თურქი ტყვეების დასაცავად გენერალ ნაზარბეგოვის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. დოკუმენტს ხელს აწერს ვეჰიბ-მეჰმედი, სისწორეს ადასტურებს სონოზი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ს. ს. ოვიანი, ელეონორა ფილიპეს ასული მუშეგიანი, მარია კარაპეტის ასული ბაშნიანი და მარია კარაპეტის ასული მარკორიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგებად მუშაობდნენ. მათი გასამრჯელო შეადგენდა 225 მანეთს, ხოლო დამატების სახით 157 მანეთს იღებდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ო. ა. ზედგენიძე ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა. მისი ხელფასი 50 მანეთი იყო და დამატების სახით 50 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ივანე და ნიკოლოზ ანდრიას ძე ყიფშიძეები მეუღლეებითურთ: ნინო ბესარიონის ასული და დარია ვასილის ასული ყიფშიძეები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიან დის, ანეტა ყიფშიძის პანაშვიდს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მ. კ. მარკარიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა. მისი ხელფასი 450 მანეთს შეადგენდა და დამატების სახით 225 მანეთს იღებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პედაგოგი დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1891 წლის 3 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი და წლიური ჯამაგირი ჰქონდა 6458 რუბლი.

