რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმში კ. დ. მაჭავარიანის შემდეგ სკოლის გამგედ გასპარიანცი დაინიშნა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა ბათუმიდან ბახვში გაგზავნილი წერილით გიგო შარაშიძეს ალექსანდრე მგელაძის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აპრილს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და გ. ა. წინამძღვრიშვილი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს შეხვდნენ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გასარკვევად. თათბირს დაესწრო კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილიც. მინისტრმა ყველა საკითხზე აღუთქვათ დახმარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს საგანგებო რაზმის უფროსის თანაშემწემ არ. ნ. მილოვის ბინა გაჩხრიკა და ოთხი თოფი აღმოაჩინა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკაში მოქმედი სომხეთის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიოდა ზოგიერთი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ვაშინგტონის მთავრობას სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ ცნობას სთხოვდა. სენატორმა ვილეასმა კი სენატში მეორე წინადადება შეიტანა: სომხეთში გაგზავნილიყო ამერიკის შეიარაღებული ძალები.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ოქტომბერს მეცისა და სტრასბურგის აღების შესახებ ყალბი ინფორმაციის გამოაქვეყნებისათვის საგანგებო რაზმმა საღამოს დეპეშების „ვეჩერნი კურიერის“ რედაქტორი დაშოიანი დააპატიმრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მაქს ბადენელი ბერლინში რეიხის კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ველისციხის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იმ ღვაწლსა და ქველმოქმედებაზე წერდა, რომელსაც მისი ამხანაგობა ეწეოდა. 1919 წლის 28 მარტს შემდგარა კრება, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიშები, გაანაწილეს მოგება, მაგრამ ამის შემდეგ გამგეობის არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე თანამდებობის პირი შეიცვალა. სტატიის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ ამხანაგობა გეზს არ შეიცვლიდა და ისევ ისე გააგრძელებდა მუშაობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 აგვისტოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის რაიონული კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ჩოჩია აირჩიეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ ბეჭდავს წინანდლის სახ. მამულის მმართველობის (მოურავი ე. რამიშვილი) განცხადებას, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს მამულში დანიშნულია საჯარო ვაჭრობა მამულში ელექტრონის სადგურის, შეშის სახერხისა და წისქვილის მოსაწყობად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს – ევგენი გეგეჭკორსა და ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფერენციამ ბაქოში სასურველად და მიზანშეწონილად ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფედერაციის დაარსების იდეა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, დასავლეთ საქართველოდან დაბრუნდა ინჟინერი სმოლნიკოვი, რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო მდ. ენგურის მიმდინარეობის მოწესრიგება, რადგან მდინარე ნაპირებს გადადიოდა და დიდ ზარალს აყენებდა ზუგდიდის მაზრას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 აგვისტოს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი ართვინიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. საპაიჭაოში (ვანი) დამფუძნებელი კრების წევრმა პ. წულაიამ წაიკითხა მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე, შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ასევე ტობანიერში, ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, და ვანში.

