რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს თბილისის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ხელმძღვანელობით დააკავეს ტატიანას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის მონაწილეები: უბნის მილიციელი კობახიძე, მოქალაქეები, ტანტინოვი და ტატუევი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე სოფ. ორბელის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 ივნისის სხდომაზე თბილისის მაზრის ერობის გამგეობამ დაადგინა, გაუქმებულიყო მაზრის კომისრის თანამდებობა და კომისარიატი ჩაებარებინათ მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე შიუკაშვილისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს თბილისის მეოთხე საქალებო გიმნაზიას ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი შვილის – შალვა ალხაზიშვილის (გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი) სახადით დაავადების შესახებ ტელეფონით ატყობინებს.

