რეგისტრირებული ფაქტები80051
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის ერობაში არჩევის გამო საკუთარი თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 8 აპრილს დაკავებულ თევდორე იოსების ძე ასათიანს ჰყავდა: მეუღლე, სონია – 28 წლის, დიასახლისი; შვილი, ნათელა – 2 წლის; კუკუნია – 11 თვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო ნაწილის ინსტრუქტორი ვასილ სოკოლოვი თანამდებობიდან დაითხოვეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასათიანის ერთ-ერთი მეტსახელი იყო „ილო“, ამ სახელზე იღებდა ხოლმე წერილებს ცოლისა და რძლისაგან. მისი მეგობარი, რომელსაც სწერდა ხოლმე წერილებს, იყო არალეგალურად მომუშავე პირი მეტსახელად „მათე“, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში, მანამდე კი კაზანში. მეგობრის ადგილსამყოფელი ასათიანმა იმჟამად არ იცოდა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოლღა ოვჩინიკოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს ტერ გალუსტოვი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოვანეს გულიანცმა განაცხადა, რომ თავისი ხასა ოლღა ოვჩინიკოვა დამხრჩვალი იპოვა საკუთარ ბინაში, თუმანოვის ქუჩაზე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
თევდორე (ილო) იოსების ძე ასათიანი მენშევიკების დროს ქუთაისის გვარდიის შტაბის წევრი იყო.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მირზოევის ჩიხში გრიგოლ სარქისიანცი ორი უცნობი პირის თანხლებით შეეცადა ელენა გრიგორიევის ქალის მოტაცებას, მაგრამ მეხუთე უბნის კომისრის მიერ მიღებული ზომებით სარქისიანცი შეიპყრეს, ორი უცნობი მიიმალა, ავტომობილის მძღოლი ბოგდანოვი კი სროლის დროს დაიჭრა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 8 აპრილს ქუთაისში დააპატიმრეს 38 წლის თევდორე იოსების ძე ასათიანი, რომელიც იმ დროს მესხეთის ქუჩაზე, იოსელიანის სახლში (ბინა მელიტონ გეგელავას ეკუთვნოდა), ცხოვრობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ საქართველოს ტყის შესახებ დაბეჭდილ გ. პახარის სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რესპუბლიკის ფარგლებში შედიოდა 2 000 000 დესეტინა (საზომი ერთ. ძველ რუსეთში, უდრის 1, 09 ჰექტარს) ტყე, ხოლო მთლიანად ამიერკავკასიაში – 3 826 890.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908-1914 წლებში თევდორე იოსების ძე ასათიანი პოლიტიკურ ნიადაგზე 2-ჯერ გადაასახლეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს ჰყავდა: მამა ქრისტეფორე, 80 წლის, მცხოვრები ლიხაურში; დედა ეკატერინე, 65 წლის, მცხოვრები ლიხაურში; ცოლი ოლგა, 37 წლის, მცხოვრები თბილისში, ყვარლის ქ. N14-ში; შვილი მადლენი, 14 წლის, მოსწავლე; ძმა ალბერტი, 27 წლის.
1922
ტიპი: თანამდებობა
ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წელს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძეს ჰყავდა მუუღლე მარგო – 22 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში და შვილი ანა – 3 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, ის იყო სოციალური წარმოშობით გლეხი, საშუალოზე დაბალი სოციალური სტატუსისა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძე სოფ. ქვემო ალვანში დააკავეს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობისათვის. საქმის მიხედვით, იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს პროდუქტს აწვდიდა, როცა ისინი ალვანის რაიონში იმყოფებოდნენ და მათ მითითებებს ასრულებდა.