საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89889

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 25 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი ივლისიდან სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი ბუღალტრის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, მოსკოვში ბოლშევიკებმა დააპატიმრეს სომეხი მოქალაქეები: ლიპარიტ ნაზარიცინი და ოგანესოვი. უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება სომხეთის კორპუსის უფროსსა და დაშნაკცუთიუნის პარტიის აღმოსავლეთ ბიუროს შორის, რათა მათ დროულად დაეღწიათ თავი ციხისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ფიზიკოსი, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის სინოპტიკურ განყოფილებათა გამგე ანდრეი ივანეს ძე მიკლევსკი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 23 აგვისტოს ბრძანების თანახმად, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის ჰაეროლოგიის განყოფილების გამგე მიხეილ ვლადიმერის ძე სიტნოვი ობსერვატორიაში შტატების შემცირების გამო უსამსახუროდ დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის მოხსენების საფუძველზე განათლების სამინისტრომ „კალიის“ გიმნაზია დახურა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 აგვისტოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის თვიური ბიულეტენების განყოფილების გამგე ალექსანდრე პლატონის ძე ლოილისი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე იხსენებს განვლილ 6 თვეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ქართველ ხალხს კვლავ შრომისკენ, ბრძოლისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 აგვისტოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის მეტეოროლოგიური სადგურების ინსპექტორი ანტონ ადოლფის ძე სინელშიკოვი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზის პოლიტიკური კომისიის წევრებს შეატყობინა, რომ საქართველოში ხალხი დამშეული იყო, გლეხობა ქართველი ბოლშევიკების ბატონობას შეურიგდა, დაიწყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრების დაკავება, ბოლშევიკები კი ოსმალეთთან დასაპირისპირებლად ჯარს ამზადებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1 მარტის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის სტატია ვაზის მოვლა-პატრონობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მეურნეობის გამგედ ლ. ა. შოტნიევი დანიშნა. შოტნიევთან ერთად მასთან მომსახურე პირებიც დაინიშნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმსა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს საქმეთა მმართველად მ. გ. თუმანოვი დაინიშნა, ხოლო მის თანაშემწეებად – რ. ს. მიქელაძე და გ. ა. ნანეიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ვაჭრობისა და მრეწველობის უწყების წარმომადგენლად ლ. ს. ქიქოძე დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ფინანსური უწყების წარმომადგენლად მ. ა. ბუნიატიანი დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობის“ საშუალებით სამკითხველოს გამგე დ. ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქე მ. დემინს, რომელმაც საგანგებო ბატალიონის წიგნსაცავ-სამკითხველოს 3300 წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.