რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1926 წლებში ვ. დარახველიძე სრულიად საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის ცეკას მდივანი იყო.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს სიმონ ჩიხლაძე, საქართველოს აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის გამგე, პარტიიდან გარიცხეს.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვს საკავშირო სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1932
ტიპი: ორგანიზაცია
1932 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს-მარქსისტთა საზოგადოებრივი ბრიგადის წევრები იყვნენ: ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ ბრალდება არ წაუყენეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს არმიის მე-2 რანგის სარდალი იაკობ ალკსნისი სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საჰაერო ძალების უფროსად დაამტკიცეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ფლოტის პირველი რანგის ფლაგმანი ვლადიმერ მიტროფანეს ძე ორლოვი სსრ კავშირის საზღვაო ძალების ნაწილში თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების უფროსად დაინიშნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიქაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც იპოვეს მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დააკავეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს გერმან ანდრიას ძე მგალობლიშვილს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ნიკოლაი ივანეს ძე ეჟოვს სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისრის წოდება მიანიჭეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ივანე აკულოვი სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი იყო.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილარიონ სამსონის ძე გიორგაძის მიერ 1923 წელს საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, ის დაიბადა 1881 წლის ნოემბერში ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს მარქსისტთა საზოგადოებრივმა ბრიგადამ, რომლის წევრები იყვნენ ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი, დაადგინა, რომ ს. თალაკვაძის მოგონებები სტალინზე მავნებლური იყო, ამიტომ მათზე დაყრდნობით საქართველოს კპ (ბ) ისტორიის შესწავლა დანაშაულად მიიჩნიეს.
1937
ტიპი: გარდაცვალება
1937 წლის მაისში გარდაიცვალა ძველ ბოლშევიკთა საზოგადოების წევრი მიხაილ ოლმინსკი.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება სოფლის მეურნეობის მავნებლებთან, კერძოდ მინდვრის ფარვანასთან, ბრძოლის ღონისძიებათა შესახებ. დადგენილებას ხელი მოაწერეს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე გერმანე მგალობლიშვილმა და საქმეთა მმართველმა რ. შომახიამ.