რეგისტრირებული ფაქტები89270
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N53 ბრძანებით თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პედაგოგი ანასტასია იოსების ასული მაიკოვსკი სასწავლებლების გაეროვნების გამო თანამდებობიდნ გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N53 ბრძანებით თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პედაგოგი სოფიო თომას ასული პეპინოვი სასწავლებლების გაეროვნების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N33 ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგი მარიამ პეტრეს ასული ლოპატინსკი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N52 ბრძანებით მარიამ ოტიას ასული ნემსაძე ქუთაისის ქალთა გიმნაზიის ,,სინათლის" რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8-კლასელთა სიას, რომლებიც ატესტატს იღებდნენ, ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე საფაროვი და წევრები: მიხეილ ზარგარიანი, მიხეილ გიორგაძე, სერგეი ცივილინი, ალექსანდრე მირზოიანი, ნერსეს ტერ-მიქაელიანი, არშაკ ტერ-ავაკიანი, სულ 18 პირი.
1922
ტიპი: ღონისძიება
სანდრო აბაშელის, გრიგოლ რცხილაძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ინიციატივით რესპუბლიკის მთავარი ხელოვნების კომიტეტის სალიტერატურო რედაქციამ იმუშავა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს შალვა აფხაიძე განათლების კომისარიატთან არსებულ ხელოვნების კომიტეტში მდივნად მუშაობდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს სანდრო ახმეტელი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს იაკობ ნიკოლაძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს დიმიტრი არაყიშვილი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
ზაქარია ფალიაშვილი იყო განათლების კომისარიატთან არსებული ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს მელიტონ ბალანჩივაძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ალექსანდრე წუწუნავა განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ჰენრიხ გრინევსკი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.
ტიპი: თანამდებობა
შალვა დადიანი იყო განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი.
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე აბაშელმა აღწერა ბინა და ბიბლიოთეკა, რომლებიც განათლების კომისარიატთან არსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადაეცა.
1922
ტიპი: თანამდებობა
განათლების კომისარიატთან არსებული აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პავლე ინგოროყვა, შემდეგ კი – სამსონ ფირცხალავა.
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე მირზოევმა განათლების კომისარიატთან დაარსებულ აღმოსავლეთ ხელოვნების შემსწავლელ ინსტიტუტს გადასცა ბინა და ბიბლიოთეკა.
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ მიწიშვილმა გამოსცა ქართველი პოეტების წიგნი რუსულად, თარგმანზე მუშაობდნენ: სერგეი რაფალოვიჩი, ოსიპ მანდელშტამი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგეი გოროდეცკი და სხვები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატი ბეჭდავდა სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით შედგენილ წიგნს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი ეპოქის შესახებ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს გრიგოლ რობაქიძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის პირველ თებერვალს დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის საბჭოს ყოველთვიური გაზეთის „ლაშარის“ გამოცემა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ტიციან ტაბიძე, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
ახალი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 27 ივლისს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მეორე საეკლესიო კრება. „ერთობაში“ დაიბეჭდა მიმართვა კრებისადმი. ხელისმომწერნი აღნიშნავდნენ, რომ კრებამ რესტავრაცია გაუკეთა რუსულ ეკლესიურ წეს-წყობილებას. სასულიერო პირთა ნაწილი კრების შედეგების პასუხისმგებლობისგან თავს ითავისუფლებდნენ და საკითხის მსჯავრის დასადებად მორწმუნეთა წრეში გადატანას ითხოვდნენ. მიმართვას ხელს აწერდნენ: დეკანოზები: ეპიფანე ჩხაიძე, ს. ლეკვეიშვილი, გ. ბარათაშვილი, ზ. ცინცაძე, გ. ჯაველიძე; მღვდლები: მ. კუხალეიშვილი, დ. გოგოხია, ი. გულდიანი, ტ. ჯოხთაბერიძე; ერისკაცნი: ა. ჯიმშელეიშვილი, დ. მასხარაშვილი, ვ. კოზოგლაძე, მიხეილ ტყემალაძე, ვ. ბათიაშვილი, ა. ციხისტოვი, ლ. გურამიშვილი, ზ. ზირაქაშვილი, ზ. ჯინჭველაძე, ა. ახალშენიშვილი, ვ. მაგაგალაძე, დ. ნახუცრიშვილი, თომა მეგრელიშვილი, ქ. ციცქიშვილი, გრ. ლომინაძე, ვლ. ფოფხაძე, გ. გრიგოლია.

