საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89910

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისათვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 10 ქართველი ბავშვი, რაც 29,5%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა 10 ქართველი ბავშვი, რაც 31,3%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა 7 ქართველი ეროვნების ბავშვი, რაც 24,1%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა 10 ეროვნებით ქართველი ბავშვი, რაც 35,7%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისათვის გიმნაზიის მე-2 კლასში ირიცხებოდა 11 ბიჭი, რაც შეადგენდა 64,7%-ს, და 6 გოგონა, რაც 35,3%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდა: 16 ბიჭი, რაც შეადგენდა 84%-ს და 3 გოგონა, რაც 15,8%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისათვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა: 17 ბიჭი და 17 გოგონა, რაც პროცენტულად ნაწილდებოდა 50%-50%.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისათვის გიმნაზიის დაწყებითი კლასების დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა: 21 ბიჭი, რაც შეადგენდა 64,6%-ს და 11 გოგონა, რაც 35,4%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მაღალ განყოფილებაში ირიცხებოდა: 19 ბიჭი, რაც შეადგენდა 65,5%-ს და 10 გოგონა, რაც 34,5%-ს შეადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

სოხუმის პირველი გიმნაზიის მოწაფეთა შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1919-20 სასწავლო წლისათვის საბავშვო ბაღის დაბალ განყოფილებაში ირიცხებოდა: 12 ბიჭი, რაც შეადგენდა 42,9%-ს და 16 გოგონა, რაც 57,1%-ს შეადგენდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვრის „ბარრიკადის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ დაწერა პიესა „მალშტრემი“, რომელიც ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების წინაშე წაიკითხა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ზაქარია ფალიაშვილმა დაწერა ოპერა „დაისი“, დეკორაციები კი მისივე ხელმძღვანელობით ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნინო თარიშვილის უსათაურო ლექსი (ალერსი მინდა...).

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) იუწყება, რომ დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო განიხილავს ალექსანდრე ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 იუწყება, რომ ქალთა კლუბის გასაძლიერებლად ქ. ქუთაისში შემოწირეს 30 მანეთი შემდეგმა პირებმა: ქეთო ჭარხალაშვილისა, ვერა ბაქრაძე, ეკატირინე ჩიკვაიძისა, ელენე ფანჯავიძისა, აგრაფინა გიორგობიანი, პოლინე კაკაურიძისა, ელისაბედ კანდელაკისა, მარიამ დათიაშვილისა, ნიფადორა დათიაშვილი, მარუსია ბიბილაშვილი ნინა სვანიძის ასული, ნაფორიძე ბახტურიძე, დესპინე ჩაჩანიძისა, ელისაბედ იოსელიანი, ვერიჩკა იოსელიანი, ვერიჩკა დათიაშვილისა, მართა დათიაშვილისა, აკვირინე დათიაშვილისა, ელისა დათიაშვილისა, ნინა ვასილიევისა, მინ. ჭარხალიშვილისა, თეოდოსი ოყრეშიძე, ანეტა ადამია, ბაბილინა, ნინა კირცხალაშვილი, კატო კაკაბაძე, ვასასი გორგაძლისა, ეკატერინე ელიავასი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) გამოქვეყნებულია „კერენსკის სიტყვა საფრონტო დელეგატთა კრებაზე“, წარმოთქმული რუსეთის რევოლუციიდან ორი თვის შემდეგ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 დაიბეჭდა გაზეთ „რ. ვია“-ში განთავსებული ბელგიელი საელჩოს მოთათბირე ბერნარდ დე ლესკაილის წერილი „მუდარა ბელგიელი ხალხისა რუსის ხალხისადმი“.