რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1963
ტიპი: ორგანიზაცია
1963 წელს ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბილიოთეკის ბილეთი (საშვი) ამავე წლის 16 ოქტომბერიდან 31 დეკემბერამდე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 აპრილს გზათა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა გზატკეცილების სამმართველოს უფროსს სთხოვა, ეცნობებინათ, ბ. ჩაჩუას ჰქონდა თუ არა შტატების დაქირავებისა და სხვა ხარჯების გაწევის ნებართვა, ასევე თვითონ ჩაჩუამ მუშაობისთვის რაიმე მიიღო თუ არა. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა რჩეულიშვილმა დაადასტურა.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრი ჟურული 1918 წლის ოქტომბერში გზათა მინისტრს სწერს, რომ სპეციალური ამკრეფები, საკასო წესების თანახმად, საგუბერნიო თუ სამაზრო ქალაქებში ვალდებული არიან, მათ მიერ შეგროვილი შემოსავალი კვირაში ორჯერ გადასცენ ხაზინას, შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში შესთავაზა, გზათა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დაეტოვებინათ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტისთვის საჭირო რაოდენობის ნავები. გადაცემა უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტით. ხელს აწერენ კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი და ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის (სამინისტროს მის.: თბილისი, გოლოვინის პრ. N23) მინისტრმა გიორგი ჟურულმა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ, მასთან შეთანხმების თანახმად, გასულ წელს განიზრახეს გზათა სამინისტროსთვის გემების გადაცემა რიონის ფლოტილიისათვის. მას გადაეცა ბათუმიდან ფოთის სარემონტო სახელოსნოებში ევაკუირებული ინსტრუმენტები, ჩარხები და სხვა ქონება. გ. ჟურულმა გზათა მინისტრს სთხოვა, გაეცა განკარგულება, ფოთის პორტისთვის დაებრუნებინათ ბათუმის პორტის ყოფილი ქონება. ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უფლებამოსილება მიანიჭა ფოთის პორტის სამუშაოთა მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელ გემის ინჟინერ გოკიელოვს.
1919
ტიპი: ავტორობა
ი. მ. შტრანგისა და ა. მ. ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი რაფიელ მოისეის ძე შტრანგი (სამხედრო სამინისტროს კონტრაგენტი ფქვილით მომარაგების და მთავრობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის გაცვლაში) 1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრს ტვირთის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებებს სთხოვდა. კერძო გემების დაქირავება წამგებიანი იყო როგორც კავკასია-შავი ზღვის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე ხაზინისთვის, რადგან ზრდიდა ზედნადებ ხარჯებს, რაც საქონლის ღირებულებას აძვირებდა და შავ ზღვაზე რეგულარული მიმოსვლის არარსებობის გამო პურის შემოტანას აფერხებდა .
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წელს ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლიდან სამუშაოდ გადავიდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელად იყო მიწვეული.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1921 წლებში ქრისტინე შარაშიძე განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო და სასკოლო საბჭოების წევრად იყო მიწვეული.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ის იყო უმცროსი მდივანი და სარედაქციო-სატერმინოლოგიო, საბიბლიოთეკო და სასკოლო კომისიების წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ქრისტინე შარაშიძე ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქრისტინე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად ახლად დაარსებულ ქალთა საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერში გაცემული მოწმობა, რომ აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა ირიცხება გზათა სამინისტროს საზღვაო ნაოსნობის ორგანიზაციის რწმუნებულად, დამოწმებულია კანცელარიის მმართველის, ღამბაშიძის ხელმოწერითა და გზათა სამინისტროს კანცელარიის სახელმწიფო ბეჭდით; ხელს ასევე აწერს საქმეთა მწარმოებელი კობეშავიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
ტუაფსეს დროებითი სამხედრო პორტის მეთაურის N24 ბრძანებით, 1919 წელს კომისიამ ჩაიბარა ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საჭიროებისთვის შეძენილი გემი „Добровольский“, რომელიც ტუაფსეში იდგა და ნოვოროსიისკელ ვაჭარს, კ. ცერტოსს ეკუთვნოდა. ბათუმი-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის მიერ „Добровольский“-ის მიღების დღეს გემზე იყო მასალები თანდართული ცნობებით. გემი და იქ არსებული ქონება ჩაიბარა კაპიტანმა დ. სოკოლოვმა. მექანიკოსი იყო ფ. ლებედინსკი, წევრები – ფეოდოროვი და Шхут N55-ის კაპიტანი ნ. ივანოვი, მონაწილე – ვ. მარჯანოვი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 იანვარს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების საქმეების რწმუნებულმა ირაკლი გოპაძემ (ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ლეონიდ ჯაფარიძე) საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა, გაეცა განკარგულება სამხედრო რკინიგზების ლიკვიდაციის ყუთების სამინისტროს არქივში გადაზიდვის დასამთავრებლად 1-ელ თებერვალს, 10 სთ-ზე, სამინისტროს შენობაში საბარგო მანქანა გაეგზავნათ.

