რეგისტრირებული ფაქტები89544
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წელს გერმანე მათითაშვილმა ბუდიონ მდივანს ტროცკისტული ორგანიზაციების მიზნების შესახებ მიხეილ ოკუჯავას სახლში მოხსენების წაკითხვა სთხოვა. შეხვედრაზე მდივანმა განაცხადა, რომ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ სტალინი მოინახულა და დაჰპირდა მას, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედავდა, მაგრამ ამის ნაცვლად პირდაპირ ტროცკის ესტუმრა და დაწვრილებით გააცნო სტალინთან მოლაპარაკების საკითხები.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თბილისის საბჭოს პლენუმმა საბჭოს წინაშე მდგარი ამოცანების არაბოლშევიკურად გადაჭრისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა ბაგრატ მაჩაიძე და თბილისის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვალერიან ბაქრაძე.
1934
ტიპი: თანამდებობა
საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით, გაზეთის "На рубеже востока" დაუდევარი გაძღოლისა და მასში დაშვებული შეცდომებისათვის გაზეთის რედაქტორი დუდუჩავა სამსახურიდან მოხსნეს. გაზეთის ხელმძღვანელად შეთავსებით დაამტკიცეს ვ. გრიგორიანი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ერმილე ბედია იყო საკავშირო კ პ.(ბ) ა -კ სამხარეო კომიტეტის კულტურისა და ლენინიზმის პროპაგანდის განყოფილების გამგე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სტეფანე ბროდოვსკიმ და პრემიერმა კარლ ულმანისმა ერთმანეთს გადასცეს 4 აპრილს მოსკოვში ხელმოწერილი ოქმის სარატიფიკაციო სიგელები, რომლების მიხედვითაც სსრკ-სა და ლატვიას შორის დადებულ თავდაუსხმელობის პაქტს 10 წლით უგრძელდებოდა ვადა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სტეფანე ბროდოვსკი ლატვიაში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული ,,მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გადამასახლებელი კომისიის” დადგენილებით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან 1925 წლის 4 ივლისისათვის „გაუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ გადასახლებულნი არიან საქართველოს ფარგლებიდან 3 წლის ვადით.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს ბუდუ მდივანი დააკავეს და აღმოუჩინეს „პროლეტარების ბრძოლის" ფურცლები, ის იყო პროკლამაციების მთავარი გამავრცელებელი ხონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ პერიოდიდან მდივანი ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი, რომლის უფროსად მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 მარტის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, 23 წლის პავლე პეტრეს ძე რაზავისს, იმავე „რასტემინს", ბრალად ედებოდა პატიმრების ცემა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 21 მარტს მუშაობას შეუდგნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე პოლიევქტო კიკალიშვილი და მდივანი ელიაშვილი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ს. კუდრიავცევი საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ალექსანდრე მაჭავარიანი თბილისის სასწრაფო დახმარების სპეციალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი თბილისის სასწრაფო დახმარების სპეციალური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 11 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერში საზეიმოდ გახსნეს უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ცნობილი მეცნიერის, პეტრე მელიქიშვილის ძეგლი პროფესორების, იაკობ ნიკოლაძის, შალვა ნუცუბიძის, ლევან აღნიაშვილის, ნ. კურნაკოვის, ლ. პისარჟევსკის, ა. ციციშვილის, როზენბერგის და ფირუმოვის მონაწილეობით
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გრიგორ სოკოლნიკოვი სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

