რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ავადმყოფობდა. ექიმების რჩევით, მას მკურნალობა სოხუმში უნდა გაეგრძელებინა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის იანვარში გაიმართა საკრედიტო საზოგადოების მე-3 ჯგუფის რწმუნებულთა არჩევნები. ახალ წევრებად აირჩიეს: გ. ა. ტოლე, მ. ა. სოსინი, ი. ზ. ენკოლოფოვი, ი. ა. ტერ-აკოფოვი, პ. ა. ტიგრანოვი და ა. ფუღინოვი.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმოლოზ სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, მირზა საიდმა გუბერნატორს თბილისში ტიპოგრაფიის გახსნის ნებართვა სთხოვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ხარისჩაროვმა კონსტანტინეპოლში ქართული სტამბა გახსნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 9 ივნისის „დროების“ ცნობით, ტიზენჰაუზენი სიღნაღის მაზრის უფროსი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ხარისჩაროვს სტამბულში სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც ქართველი ყმაწვილები საღვთო წერილებს ქართულ ენაზე სწავლობდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში სცენის მოყვარეებმა წარმოადგინეს დავით ერისთავის სამმოქმედებიანი კომედია „გეო, მინას და კამპანია“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი თბილისში იმყოფებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, მიხეილ მეფისოვი არტაანის მაზრის ხელმძღვანელი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ ნახიჩევანში მცხოვრებ მაჰმედ სულთან-ოღლი შაჰტახტინსკის მთავრობამ თბილისში აზერბაიჯანულ ენაზე გაზეთ „შარქი რუსის" გამოცემის ნებართვა მისცა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს კავკასიის სამკურნალო საზოგადოებამ მალარიასთან საბრძოლო საშუალებათა შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელად ექიმი გურკო დანიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მარგარიტა ქილარჯიშვილის ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ ალექსანდრე სუმბათაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი“.

