რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ კუკიისა და ავლაბრის საძოვარი მიწების თაობაზე ნ. ვ. ჩერქეზიშვილის მოხსენება განიხილა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სამკურნალო საზოგადოებამ აირჩია ტუბერკულიოზთან საბრძოლო საშუალებათა შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე ექიმი ა. ი. დუნაევა-რუდენკო იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი მარიამ გარიყული ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვალს სახაზინო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის სადღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვალს ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის გამართული წარმოდგენის ხაზინადრად ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გოცირიძეს სახალხო სცენაზე მოღვაწეობის ოცი წელი შეუსრულდა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი 1863 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ძიძიშვილმა ბახვის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ქართული კულტურული საზოგადოების თაოსნობით გამართულ საღამოზე გიორგი ქუჩიშვილმა წაიკითხა თავისი პოემა „ნაადრევი ვარსკვლავი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ სალარიძემ ბეკამის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა ნიკოლაიშვილმა ბელაგორის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ამირეჯიბი გორის დრამატული წრის რეჟისორის თანაშემწედ დანიშნეს.

