საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90430

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი კავკასიის რეგიონიდან გასატანი ნივთების შესაგროვებლად. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული. ისინი კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. გორის კორესპოდენტი იყო ივანე სულხანიშვილი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. სასოფლო სამეურნეო და სახელოსნო ნივთების გამოფენის მსურველებს დაწვრილებითი ცნობების მიღება შეეძლოთ ივანე ხატისოვისგან.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. ხელოვნების ნიმუშების გამოფენის მსურველებს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ცნობების მიღება შეეძლოთ სერგეი ტრუბეცკოისგან.

1866

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. ამ კომიტეტის თავმჯდომარედ ივანიცკი დაინიშნა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტის ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო ხატისოვი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა. მიხეილ რომანოვის დაკვეთით თბილისში დაწესდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ გამოფენაზე გასატან ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის პირველ აპრილს ოლღა რომანოვამ იმშობიარა და ეყოლა ვაჟი. მას ალექსანდრე დაარქვეს.

1866

ტიპი: ნასამართლეობა

1866 წლის აპრილში ალექსანდრე II-ზე თავდასხმის გამო კარაკოზოვი ჩამოახრჩვეს, ვარლამ ჩერქეზიშვილი კი 8 თვით ციხეში ჩასვეს.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წლის 4 აპრილს ოსიფ კომისაროვმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა (გარემოებები დაუზუსტებელია). მადლიერების ნიშნად კომისაროვს მიენიჭა აზნაურის წოდება.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 4 აპრილს ოლღა რომანოვამ და მიხეილ რომანოვმა მათი ახალშობილი ვაჟის, ალექსანდრეს სახელზე ორი ათასი მანეთი გადასცეს თბილისის ღარიბ მაცხოვრებლებს.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 11 აპრილს ოზურგეთში აუქციონზე იყიდებოდა ანტონ ნაკაშიძის მამული, რომელიც იქამდე იყო გლეხის, გულოვან მუჯირის სარგებლობაში. ეს მამული იყიდებოდა იმ მიზეზით, რომ გლეხებს გათავისუფლების შემდეგ მიწები არ ერგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მამული ვერ გაიყიდებოდა, 3 დღის შემდეგ აუქციონი განმეორებით ჩატარდებოდა.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წლის 23 აპრილს მიხეილ რომანოვის ნებით დაარსდა განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეებზე უნდა ეზრუნა.

1866

ტიპი: ორგანიზაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვის ბრძანებით თბილისში გაიხსნა გუბერნიის კომიტეტი, რომელსაც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე უნდა ეზრუნა. კომიტეტში ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ოცდაათამდე დირექტორი დანიშნეს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებითა და მიხეილ რომანოვის ხელშეწყობით დაარსდა კომიტეტი, რომელიც კავკასიაში მდებარე საპყრობილეების მდგომარეობაზე ზრუნავდა. კომიტეტის კანცელარია თბილისის გუბერნიის სასამართლოში მდებარეობდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ამიერ და იმიერ კავკასიაში ციხეებზე საგანგებო ზრუნვის დაწესების შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში კავკასიის სასწავლო ასეულის ჩამოყალიბების შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის მაისში დიდი მთავარი, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის მომიჯნავე წევრად ტიტულოვანი მრჩეველი თულაშვილი დაამტკიცეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, გაბრიელ ეჯუბაშვილი მეფისნაცვლის სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტის საკანცელარიო მუშაკად უნდა დაენიშნათ.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს, მიხეილ რომანოვის ბრძანებით, „ნადვორნი სოვეტნიკი“ ხატისიანი დანიშნეს მესამე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საგუბერნიო მდივანი წინამძღვრიშვილი დანიშნეს მეშვიდე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 10 მაისს დიდი მთავარი, მიხეილ რომანოვი დაბრუნდა ერევნის გუბერნიიდან თბილისში.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 19 მაისს მიხეილ რომანოვი და ოლღა თეოდორეს ასული წავიდნენ ბორჯომში, სადაც გაატარეს ზაფხული.