რეგისტრირებული ფაქტები87331
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიიდან „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომას დაესწრნენ ადგილობრივი თათრების წარმომადგენლები: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე. სტატიის თანახმად, პარლამენტის სამანდატო კომისიას უახლოეს დროში უნდა შეემოწმებინა ამ პირთა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო დაწესებულების საქმიანობაში მონაწილეობის ლეგიტიმურობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიის თანახმად, საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე გამოცხადებულ ადგილობრივი აზერბაიჯანელების წარმომადგენლებს, აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვს, ალი ჰაიდარ კარაევს, აბდულ აზიზ შარიფოვსა და ჰუსეინ ჰასან ზადეს დარბაზში დაუკავებიათ ეროვნულ უმცირესობათათვის განკუთვნილი ადგილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიის თანახმად, საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე გამოცხადებულ აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვს, ალი ჰაიდარ კარაევს, აბდულ აზიზ შარიფოვსა და ჰუსეინ ჰასან ზადეს ადგილობრივი აზერბაიჯანელების წარმომადგენლებად წარუდგენიათ თავი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიის თანახმად, საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე გამოცხადებულან ახალი სახეები: აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი, ალი ჰაიდარ კარაევი, აბდულ აზიზ შარიფოვი და ჰუსეინ ჰასან ზადე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობასთან დაკავშირებით. თუმანოვი აღნიშნავდა, რომ მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის საქმეში ჟორდანიას მუშათა კლასის ჰეგემონიაზე გათვლილი სქემა არანაირად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ მოცემულობას, რომლის გათვალისწინებით ქართველ ხალხს უწევდა ცხოვრება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „წერილები პოლიტიკაზე“ განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ხალხი სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ბრძნულ გადაწყვეტილებებს ელოდა ქართველების სახელმწიფოებრივი ცხოვრების სათავეში მყოფი პირებისგან.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-25 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის საქმეთა მმართველი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც მან განიხილა ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის აღმშენებელთა სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა შეძლებოდათ და არა მოვლენათა კუდში ჩანჩალი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას შეხედულებები საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის აზრით, არავის უნდა დავიწყებოდა, რომ ქვეყანა ვითარდებოდა არა მუშათა კლასის, არამედ სოფლის მოსახლეობის ძალისა და მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვი სვამდა კითხვას, იქნებ ჟორდანია თვლიდა, რომ სახელმწიფოს ზედნაშენი არ უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში მის ეკონომიკურ ბაზისთან. თუმანოვი არამარტო ჟორდანიას მოუწოდებდა ამ თემასთან დაკავშირებით მრავალ პრობლემურ საკითხზე ჩაფიქრებას, არამედ იმათაც, ვისაც ევალებოდა საკანანომდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
1947
ტიპი: ორგანიზაცია
1947 წელს ალექსანდრე ბარამიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1947
ტიპი: ორგანიზაცია
1947 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს პოლიტიკური და სამეცნიერო სწავლების საზოგადოების წევრად.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს რსსრ უმაღლესი სკოლების პროფკავშირის პრეზიდიუმის წევრად.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს დაბა ლანჩხუთში, მღვდლის ოჯახში.

