საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, გლეხები იშვიათად და რთულად თუ გადასხლდებოდნენ უცხო ქვეყნებში, ამიტომაც მსხვილი კაპიტალი სოფლის მეურნეობაში ვერ პოულობდა გასაქანს. არც მიწათმოქმედები ცნობდნენ რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მიწის დამუშავებისას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა საქართველოში, სულაც არ ემუქრებოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის არსებობა-განვითარებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, ახლო მომავალში უცხოური კაპიტალი უხვად შემოედინებოდა ქვეყანაში და მოითხოვდა ადგილობრივი მუშებისაგან ისეთივე მაღალ შრომით აქტივობას, რასაც საკუთარ ტერიტორიაზე იყო ნაჩვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშებსაც ქვეყნის გარედან შემოიყვანდა და ადგილობრივებს შრომის უფრო დაბალი ანაზღაურებით მოუწევდათ დაკმაყოფილება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით იმისათვის, რომ საქართველოს კონკურენცია გაეწია ევროპის მძლავრი მრეწველობისათვის, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები ევროპული და ამერიკული მრეწველობის პროდუქტებზე იაფი უნდა ყოფილიყო. ეს კი შესაძლებელი იყო არა წარმოების მოგების შემცირებით, რაც სავსებით მისაღები იყო ჟორდანიას თანამოაზრე ქვეყნის აღმშენებელთათვის, არამედ შრომის წარმოების გაზრდით, რაზეც ქვეყნის პოლიტიკის ჰეგემონი მუშათა კლასი ნაკლებად წავიდოდა.

1936

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძის მიერ 1936 წელს დაწერილი ბალეტის „მთების გულის“ ლიბრეტო დაიდგა პეტერბურგში, თბილისში, კიევში და სხვ.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისს შორაპნის მაზრიდან შტაბს-როტმისტრმა ალექსანდრე გრიგორის ძე წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისს შორაპნის მაზრიდან კაპიტანმა გიორგი სიმონის ძე წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისს პრაპორშჩიკმა როსტომ დავითის ძე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო პრაპორშჩიკმა გიორგი მეთოდეს ძე ერისთავმა, რომელიც რაჭის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლისთვის გიორგი ლეონიძის მხატვრული კრებულის „საფირონის“ გამოცემაში მონაწილეობდნენ: კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ნიკო ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 17-23 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ მეღვრეკისში ქოლერით გარდაიცვალნენ მიხეილ მოსიაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ელენე ქაბულაშვილი და მიხეილ დოიჯაშვილი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 30 მაისს გორის მემამულეთა სინდიკატის დირექტორობის თანამდებობაზე ვასილ მაჩაბელმა უარი თქვა. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი მაჩაბელი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 ივნისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა ქალაქის გამგეობას წარუდგინა პროექტი ავი სენით დაავადებულ ქალთა საავადმყოფოში ადგილების მომატებისა და საჭირო ხარჯების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ოქტომბერს ოზურგეთში თ. ნ. თავდგირიძის თაოსნობით ექიმები შეიკრიბნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ემკურნალათ ავადმყოფებისთვის მანამ, სანამ ქალაქში ამბულატორია გაიხსნებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს საფეიქრო სახელოსნოს დაარსების გეგმის შესამუშავებლად დაარსდა სპეციალური კომისია, რომლის წევრებად როსინსკი და არტემ ფირალოვი დაინიშნნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე ე. ს. მერჟეევსკიმ და არტემ ფირალოვმა გამოთქვეს აზრი ამიერკავკასიაში შინამრწეველობის გასაუმჯობესებლად საფეიქრო სახელოსნოს დაარსების შესახებ. კრების ბოლოს სახელოსნოს თბილისში დაარსება გადაწყდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ილდოყანაში სამუშაოებს ატარებდა ინჟინერი ოგანეზოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია საქართველოში ნავთობის სავარაუდო საბადოებზე. წინამძღვაროვი იმედს გამოთქვამდა, რომ ინჟინერ ოგანეზოვის ენერგიის წყალობით დაბა ილდოყანაში ჩატარებული სამუშაოები შედეგს გამოიღებდა და უკვე ოქტომბერში ამ ადგილას შესაძლებელი იქნებოდა ნავთობის მოპოვება.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 17 მაისს სპარსეთის შაჰმა დაათვალიერა თბილისის ბოტანიკური ბაღი, შემდეგ საღამოს ნავთუღი ნახა, სადაც ნიჟეგოროდის პოლკის ვარჯიში იხილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელსაც ნიკო დეკანოზოვი ხელმძღვანელობდა. იმ დღეებში სამუშაოებზე მიუტანიათ მასალა, დაუდგამთ ანძები, ბურღვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ადგილებში 10 საჟენის სიღრმემდე აღწევდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 1-ელი ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც წყალდიდობისა და ნიაღვრებისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კლაპი იყო ინჟინერი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, თ. შიშმარევმა დაწერა სტატია „მუნიციპალური სობორის მოღვაწეობიდან. თბილისის მუნიციპალური ცხოვრება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ა. იშკოვმა დაწერა სტატია კლასგარეშე განათლების შესახებ.