რეგისტრირებული ფაქტები88465
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 30 ნოემბერს სტამბა "სახალხო საქმის" გამგე დავით მგალობლიშვილი დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას მიმართავს და აცნობებს, რომ მის სტამბას აქვს სამი ელექტრონის ძალით მომუშავე დიდი მანქანა და სხვა კერძო სტამბებზე უფრო იაფად შეასრულებს კომისიის საქმეებს. ამავე სტამბამ 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩენვებისთვის დაბეჭდა მილიონობით საარჩევნო ბარათი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 6 თვის აღსანიშნავად დედაქალაქში გაიმართა სახალხო ზეიმი, მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (უნივერსიტეტიდან — მთავრობის სასახლემდე). მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ და მთავრობის წევრებმა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის დეკემბერში ძეგვის ხიდის აფეთქებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ინჟინერ გ. ლ. შმაგილოვს და მ. კუჩარიანცს მიესაჯათ დახვრეტა, ხოლო ბრალდებული კურილიანი გაამართლეს. ბრალდებულებს სამი კვირის განმავლობაში ჰქონდათ საკასაციო გასაჩივრების უფლება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერში გაცემული მოწმობა, რომ აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა ირიცხება გზათა სამინისტროს საზღვაო ნაოსნობის ორგანიზაციის რწმუნებულად, დამოწმებულია კანცელარიის მმართველის, ღამბაშიძის ხელმოწერითა და გზათა სამინისტროს კანცელარიის სახელმწიფო ბეჭდით; ხელს ასევე აწერს საქმეთა მწარმოებელი კობეშავიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან ანა ბახარევსკაია ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში ანა დიმიტრის ასული კუცურუბოვა, ხაზინის ყოფილი ჩინოვნიკის ივანე ვასილის ძე კუცურუბოვი მეუღლე მიმართავს დასახმარებლად შრომის სამინისტროს, რომ ის 7 ბავშვით დარჩა უსახსროდ და ითხოვს, აუნაზღაურდეს მის მეუღლეს სალიკვიდაციო თანხა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
ირაკლი წერეთელი 1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ აქვეყნებს ნეკროლოგს ძმის, ლევან წერეთლის პანაშვიდის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: სპირიდონ და დომენტი ოტიას ძე ბენდუქიძეებმა, სპირიდონის შვილებმა: თამარ, ირა, ნინო, გრიშა და გაგა ბენდუქიძეებმა ნათესავებსა და ნაცნობებს სოფელ ხვანჭკარაში მცხოვრები სიძის, ლუკა აპოლონის ძე სურგულაძის გარდაცვალება შეატყობინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო თეატრში უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „პაიაცები და ქორწინება უკრაინაში", 3 დეკემბერს – „მადამ ბატერფლაი“ და „კავალერიის ბანაკი“ (ბალეტი), 4 დეკემბერს – „მოცარტი“ და „სევილიელი დალაქი“, ხოლო 5 დეკემბერს – „ჰუგენოტები“. მონაწილეობას მიიღებდნენ საბანევი, მ. ი. ალეშკო, ბორის ზალიპსკი, პოლიაევი, ვ. ნ. ნიკოლსკი, პ. შულგინა, ე. ა. ვრონსკი, ლ. ისეცკი, მოროზოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს დემოკრატიულმა კლუბმა „მუშტაიდმა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რეჟისორ პ. ფრანგიშვილს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ნინოშვილის მოთხრობიდან გადმოკეთებული პიესა „ქრისტინე“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მინისტრი ნოე რამიშვილი, სარედაქციო კომიტეტის წევრი შალვა ამირეჯიბი, სასკოლო და საფინანსო კომისიების წევრი ნოე ცინცაძე, რაჟდენ არსენიძე (სოციალ-დემოკრატი), სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, (ნაციონალ-დემოკრატები), ახვერდოვი („გუმეტი“), აკაკი ფაღავა, სამსონ დადიანი, თევდორე ღლონტი (სოციალ-ფედერალისტები), იასონ ლორთქიფანიძე, პეტრე ქავთარაძე (საფინანსო კომისიის წევრები), ალექსანდრე ახმეტელი (რადიკალ-დემოკრატი), მდივანი იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია და რა თანამდებობები ეკავა თითოეულ მათგანს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა სტატია „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდან“, რომელშიც გაკრიტიკებულია „ტიფლისკი ლისტოკი“ „პოლიტიკურ“ გაზეთად გადაქცევის გამო. მაგალითისთვის მოყვანილია ალექსანდრე შირსკის სტატია, რომელშიც ის წერს, რომ მოხალისეთა ჯარსა და მთავრობას შორის უპირატესობა მას უნდა მიეცეს, რომელიც რუსეთის დემოკრატიას წარმოადგენს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე სთხოვს მოქალაქეებს, რომ ვისაც პარლამენტის სხდომის ბილეთი არ აქვს, არ გამოცხადდნენ სასახლეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია თავის ამხანაგებს მოუწოდებს, დილის 10 საათზე საქართველოს პარლამენტის 6 თვის შესრულების გამო შეიკრიბონ პარტიულ კლუბში, სადაც ისინი სიტყვით მიმართავენ ამხანაგებს პარლამენტის შესახებ და შემდეგ დროშებით გაემართებიან სასახლისკენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ოლქის საპატიო მოსამართლე მ. პ. გაკკელმა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობა აღძრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტამბოლის გაზეთის სტატია აჰმედ იზეთ-ფაშას სახელმწიფო კაბინეტის მეთაურად დანიშვნის შესახებ. მის მოვალეობებში შედიოდა კაბინეტის ღირსეული წარმომადგენლების თავმოყრა, ზავის დროს სამშობლოს დაუზიანებლად გამოყვანა, საგარეო ურთიერთობების მოგვარება და შიდა რეფორმებისგან თავის შეკავება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მშობლები კონსტანტინე და მინადორა შაფათავები, ბიძები: მიტროფანე, პლატონ და ვალოდია კორძახიები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს ახალსენაკში ლილი კონსტანტინეს ასული შაფათავას გარდაცვალების შესახებ. დაკრძალვა გაიმართებოდა 1-ლ დეკემბერს სოფელ ახევის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ თომა სურმავამ ნათესავებსა და მეგობრებს აუწყა, რომ ვასო სურმავას გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს ახალქალაქის გამგეობა კოოპერატივის წევრებს აუწყებს მათი თანამშრომლის, თამარ ალექსანდრეს ასული კეზელი-თარხან-მოურავის გარდაცვალებას.

