საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში ალექსანდრე ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სემინარიის უმეტესობა სააღდგომოდ შინ ბრუნდებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინრიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას ერთი წლით უფროსი მოსწავლეები, შიო დედაბრიშვილი და სოსო ლაღიაშვილი აკრძალული წიგნებით ამარაგებდნენ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილის მამა, იაკობ ლაღიაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილის მამა, იაკობ ლაღიაშვილი მარტვილში მუშაობდა მასწავლებლად.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია შიო დედაბრიშვილის მეშევეობით დაუახლოვდა სოსო ლაღიაშვილს.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884-1885 წლებში შიო დედაბრიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში ყველაზე მეტად იოსებ (სოსო) ლაღიაშვილთან მეგობრობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო პავლე ჩუდეცკი.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს ტიმოთე სახოკია სოხუმის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაინიშნა მღვდლად.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს თედო სახოკია გაასამართლეს საქართველოში აჯანყებისათვის იარაღის შემოტანის ბრალდებით და ციმბირში (ირკუტსკის გუბერნიაში) სამუდამო საცხოვრებლად გადაასახლეს.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წელს მუხრანსკი თბილისში ფლობდა სახლს, სადაც განთავსებული იყო „ჩიტოს“ საპარიკმახერო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ თარგმნა ჯოვანიოლის „სპარტაკი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ დაწერა მოთხრობა „სიზმარი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა მონაწილეობდა მის მიერ ქვიშხეთში დაარსებული დრამატული წრის წარმოდგენებში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ქვიშხეთში დააარსა დრამატული წრე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ქვიშხეთში მოაწყო სათეატრო დარბაზი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს შიო არაგვისპირელის „ჩემო შვინდავ“ „ჯეჯილმა“ ავტორს უკან დაუბრუნა, როგორც უვარგისი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა მოთხრობა „ჩემო შვინდავ“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელის რამდენიმე ეტიუდი მის ნაცნობს დაურიგებია რედაქციებში, რომელთაგან მხოლოდ „ესაა ჩვენი ცხოვრება“ დაბეჭდილა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს „ჯეჯილში" დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის „მოგონება“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს შიო არაგვისპირელის რედაქციებში დარიგებული ორი თხზულება კი დაიკარგა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელს არ გააჩნდა თავისი ეტიუდის „ჩემო შვინდავ“ ასლი.

1888

ტიპი: სახელი

1888 წლის მაისში დიმიტრი ხოშტარია პირველად გამოჩნდა პრესაში დუტუ მეგრელის ფსევდონიმით.