რეგისტრირებული ფაქტები89436
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 19 თებერვლის გაზეთ„საქართველოს“ ცნობით, ქსენია ივანეს ასული ჩხიკვიშვილი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 თებერვალს ტაბახმელაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ჯუღელის რაზმი მტერს ვეღარ უმკლავდებოდა და უკან იხევდა. მეთაური ცდილობდა, რაზმი შეეჩერებინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 თებერვალს იუნკერთა სკოლა შინდისში ისვენებდა, როცა პოლკოვნიკ ჩხეიძეს შეატყობინეს, რომ მდგომარეობა გართულდა და სასწრაფოდ წაეყვანა სკოლა ტაბახმელაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 თებერვალს შინდისიდან ტაბახმელაში მიმავალ პოლკოვნიკ ჩხეიძის რაზმს მეორე ბრძანება მიუვიდა, რომ ფრონტი გარღვეული იყო და აჩქარებულიყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20-21 თებერვლის ღამეს სვიმონ მდივანი ანკარაში აჰმედ მუჰთარ ბეის შეხვდა. მათ ართვინისა და არტაანის საკითხი განიხილეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 20 თებერვალს ქუთაისის საკათედრო ტაძარში ექიმ ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილის გარდაცვალების წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 21 თებერვალს სამხედრო ტაძარში ბრძოლის ველზე დაღუპული ლეიტენანტის, დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: ივანე გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 თებერვალს, ბოლშევიკების შეტევის შემდეგ, ფრონტის მარცხენა ფრთამ გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით უკან, კახეთისკენ, დაიხია.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეიტენანტი გენო ლავრენტის ძე ქარუმიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენო ლავრენტის ძე ქარუმიძე ლეიტენანტი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ კალანდარაშვილი ფრონტზე მოხალისედ მსახურობდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული მოხალისე ჯარისკაცის, ნიკოლოზ კალანდარაშვილის პანაშვიდი მიხეილის საავადმყოფოში გაიმართებოდა.

