რეგისტრირებული ფაქტები89453
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვალს გამართГДШ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძეს აღებული ჰქონდა ჰონორარი წიგნის გამოცემისთანავე გარიგებისამებრ 20% და ზედმეტ 20%-ს ითხოვდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის თხოვნა, რომ ცნობა მიეცათ განათლების კომისარიატში წარსადგენად, რათა თავისი წიგნების ჰონორარი აეღო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ უარი ეთქვათ დიმიტრი უზნაძისთვის ჰონორარის ასაღებად მოწმობის მიცემის თაობაზე, რადგან წიგნის ავტორებისთვის ჰონორარი მაშინ უნდა მიეცათ, როცა თავად საზოგადოება მიიღებდა განათლების კომისარიატის მიერ წაღებულ წიგნების საფასურს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვალს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ თბილისიდან მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებას შეატყობინა, რომ რუსული მანეთის კურსი საქართველოში 50-60%-ით დაეცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ჯარების საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე, მთელ საქართველოში გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. დემონსტრატებმა ბათუმში სცემეს რევკომის თავმჯდომარე გამბარიანცი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, პარიზიდან ლონდონში გაემგზავრა ირაკლი წერეთელი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაავალა საქართველოს საკითხზე მუშაობა. იგი შეხვდა მუშათა პარტიის ხელმძღვანელ ჰენდერსონსა და სხვ., ასევე საზოგადო მოღვაწეებს და გააცნო საქართველოს საკითხი. წერეთელს თანაგრძნობით შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა (განურჩევლათ პარტიული მიმართულებისა) კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი), რომელზეც განიხილეს გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დაშვების საკითხი და ჩიჩერინის ნოტა ამავე საკითხზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი). კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და დღეს იურიდიულად არის ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დაშვებულ უნდა იქნეს გენუის კონფერენციაზე.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები: სპირიდონ კედია, ალექსანდრე ასათიანი, დავით ვაჩნაძე, იოსებ ლორთქიფანიძე და სხვ.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 20 თებერვლის გაზ.„თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ საქართველოდან მიიღეს ცნობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ექიმ ივანე გომართელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 28 იანვარს ბოლშევიკების ციხის საავადმყოფოში გადაიცვალა სეით რაზმაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამ. საზოგადოების დაკეტვა“, მოკლე ისტორია, მიმოხილვა მისი საქმეების და საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება როგორ ებრძოდა და აკონტროლებდა მას. განათლების კომისარიატი დართავდა წიგნის გამოცემის ნებას, მაგრამ ბაგდატიევი, „გრუკავროსტას“ ხელმძღვანელი, კრძალავდა. ასე აკრძალეს ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებისა და „დედა-ენის“ დაბეჭდვა.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.

