რეგისტრირებული ფაქტები86673
სორტირება თარიღი კლებადობით
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში მამია ასათიანი ქუთაისის მწერალთა კავშირის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში ვლადიმერ გოლოევი ოსური საოლქო გაზეთ „კომუნისტის” განყოფილების გამგე იყო ცხინვალში.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935-36 წლებში შინსახკომის ცენტრალურმა ორგანოებმა ხევსურეთში გაამწესეს თავიანთი სპეცრაზმი, რომელსაც ნიკო ბუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.
1934
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, რომელმაც შავი ქვის საფუთო გადასახადის (1 ფუთი, მასის ერთეული, ტოლია 16,38 კგ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე) 5 კაპიკამდე გაზრდა მოითხოვა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 16 ივნისს ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 15 ივნისს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში ლავრენტი ბერიას თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სოფლად პარტმუშაობის გარდაქმნის საკითხზე ისაუბრეს. თათბირს ესწრებოდნენ: ა. რამიშვილი, დოლიძე, ჟღენტი, ორაგველიძე, ცხვარაძე, ხალილოვი, ახუნდოვი, ალი მადათოვი, რამიშვილი, ბოკუჩავა, ჭელიძე, მიქელოვი, კოზაევი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.
1934
ტიპი: ნასამართლეობა
1934 წლის 4 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა წერილი ფასანაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ისიდორე ტუჩაშვილის შესახებ, რომელსაც ბრალად ედებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის (3500 მანეთი) გაფლანგვა. პროკურატურის ცნობით, ეს ფაქტი დადასტურდა და ტუჩაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
1934
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1934 წლის 24 მაისს პარიზიდან შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 11 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერში საზეიმოდ გახსნეს უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ცნობილი მეცნიერის, პეტრე მელიქიშვილის ძეგლი პროფესორების, იაკობ ნიკოლაძის, შალვა ნუცუბიძის, ლევან აღნიაშვილის, ნ. კურნაკოვის, ლ. პისარჟევსკის, ა. ციციშვილის, როზენბერგის და ფირუმოვის მონაწილეობით
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წლის 8 მაისს თბილისის ორგანიზაციის სტალინის სახელობის რაიკომის პლენუმზე რაიკომის ბიუროს წევრობის კანდიდატად დაასახელეს ოგანეზოვი, ხოლო ალექსი ყამარაული გამოიყვანეს რაიკომის შემადგენლობიდან..
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 8 მაისს კლიმენტი ვოროშილოვის მიერ გამართულ თურქი მფრინავების პატივსაცემად გამართულ გამოსამშვიდობებელ დარბაზობას ესწრებოდნენ ჯელალ-ბეი, რაგიბ-ბეი, ესმინ-ფაშა, ნიკოლოზ კრესტინსკი, ლევ კარახანი, გრიგორი სოკოლნიკოვი, იაკობ ალკსნისი, რობერტ ეიდემანი, სემიონ ბუდიონი, იოსებ უნშლიხტი და ანდრია ბუბნოვი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 8 მაისს კლიმენტი ვოროშილოვის მიერ თურქი მფრინავების პატივსაცემად გამართელ გამოსამშვიდობებელ დარბაზობას დაესწრნენ ჯელალ-ბეი, რაგიბ-ბეი, ესმინ-ფაშა, ნიკოლოზ კრესტინსკი, ლევ კარახანი, გრიგორი სოკოლნიკოვი, იაკობ ალკსნისი, რობერტ ეიდემანი, სემიონ ბუდიონი, იოსებ უნშლიხტი და ანდრია ბუბნოვი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 7 მაისს ერმილე ბედიას თავმჯდომარეობით გამართულ თათბირს,რომელიც ჩატარდა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებაში და შეეხებოდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში სამედიცინო განათლების მდგომარეობისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების საკითხებს, ესწრებოდნენ: ივანე ფრანგულიანი, შავერდოვი, გიორგი ვაწაძე, ოვანესიანი, ჰუსეინოვი, შამშე ლეჟავა, შუშანია, მამალაძე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილის და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, აგრეთვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.

