საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81928

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის გაგზავნილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თარგმანი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის თარგმანი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 30 მანეთი გადასცა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 1. 50 მანეთი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს მარიამ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 4 მანეთი და 30 კაპიკი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ვიქტორ იესეს ძე ავალიანმა, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა, ნინო იასონის ასულმა აფხაზმა, ანა ნიკოლოზის ასულმა ბეგთაბეგიშვილმა (ბეგთაბეგოვი), მიხეილ ნიკოლოზის ძე ბეჟანიშვილმა, ოლგა ნიკოლოზის ასულმა ბეჟანიშვილმა (ბეჟანოვი) და ივანე სვიმონის ძე ბერძნიშვილმა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს აცნობა, რომ პროტოკოლები უნდა შედგინათ ქართულად, რუსულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი საჭიროდ მიიჩნევდა პედაგოგიური საბჭოს კრებაზე რუსი მასწავლებლის დასწრებას.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვმა, ლავრენტი დავითის ძე აგლაძემ (აღლაძე), მიხეილ დავითის ძე აგლაძემ, მიხეილ დავითის ძე ამირიძემ, ვიქტორ იესეს ძე ავალიანმა და გიორგი ასათიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო შესწირეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის დედანი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ეკატერინე თევდორეს ასულმა ასათიანმა, ანა ნიკოლოზის ასულმა არდაზიანმა, ივანე დიმიტრის ძე აფხაზმა, კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზმა, ნინო ბაქრაძემ და დიმიტრი ახვლედიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერთი წლის საწევრო შესწირეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს თათარყან დადეშქელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოქროს მონეტა გადასცა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სახელმძღვანელოები იყო 24 მანეთის და 68 კაპიკის, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 270 მანეთის და 65 კაპიკის, მასწავლებლის წიგნები – 999 მანეთის და 58 კაპიკის, სხვა სასწავლო ნივთები კი – 233 მანეთისა და 86 კაპიკის, სულ – 1528 მანეთისა და 77 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შენობის ღირებულება იყო 18150 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ქონების ჯამი იყო 19678 მანეთი და 77 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შემოსავალი იყო: სწავლის გადასახადი 285 მანეთი, ბანკისაგან – 5860 მანეთი, სხვა – 51 მანეთი და 90 კაპიკი, სულ – 6196 მანეთი და 90 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გასავალი იყო: მასწავლებლების ხელფასი 4328 მანეთი, რემონტი – 440 მანეთი დ 98 კაპიკი, განათება და გათბობა – 150 მანეთი და 44 კაპიკი, მსახური და დარაჯი – 260 მანეთი, ექიმი და წამალი – 251 მანეთი და 67 კაპიკი, სხვა ხარჯი – 54 მანეთი და 85 კაპიკი, სულ – 5485 მანეთი და 94 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის ქონებას შეადგენდა: სახელმძღვანელოები 290 ცალი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 450 ცალი, მასწავლებლების წიგნები – 1700, სხვა სასწავლო ნივთები – 134, სულ – 2574. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის სახელმძღვანელოები იყო 115 მანეთის, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 114 მანეთის, მასწავლებლების წიგნები – 816 მანეთის, სხვა სასწავლო ნივთები კი – 64 მანეთისა და 75 კაპიკის, სულ – 1109 მანეთისა და 75 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.