რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N1) იუწყება, რომ გერმანიის ორივე სოციალისტური პარტია პროტესტს აცხადებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ მეთაურობს კარლ კაუცკი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ნოე ჟორდანია იმ დღეებში ინგლისში გამგზავრა იქაურ სოციალისტებთან მოსალაპარაკებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში ევგენი გეგეჭკორი რომში მიემგზავრებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი მიმგზავრებოდნენ სკანდინავიასა და ბალტიის მხარეში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ შემოიარა საქართველოს ზოგიერთი კუთხე და მისი მოგზაურობა სამარცხვინოდ დამთავრდა, ზოგან მოღალატის სახელით ნათლავდნენ, სადაც ეს ვერ გაბედეს რუსი ჯარის დასწრების გამო, იქ მათ მოწყობილ მიტინგებზე ხალხს მგლოვიარე სახე ჰქონდა და დამუნჯებულიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შალვა შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და ის თავისი დამქაშებით გაიპარა. ამ პირებს კი დევნა დაუწყეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ბოლშევიკებმა გაზეთ „ახალი სხივის“ მხოლოდ სამი ნომერი გამოსცეს, შემდეგ იგი ბოლშევიკების სამართლიანი კრიტიკისთვის დახურეს და დააპატიმრეს თანამშრომლები – კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რკინიგზა გააერთიანეს ამიეკავკასიის გზასთან და შედგა საერთო მმართველობა, როგორც იყო 1918 წლის 26 მაისამდე. გაზეთების ცნობით, ეს საკითხი გადაწყვიტა უმაღლესმა კომისიამ სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით და მოსკოვიდან გამოგზავნილი წევრების – მე-11 არმიის სარდლის, ანატოლი გეკკერის, რუსეთის გზათა კომისრის, ფომინისა და ამიერკავკასიის წარმომადგენლის – მონაწილეობით. ბოლშევიკებს ეს ცნობა ეხამუშათ და განაცხადეს, რომ ეს წევრები მოწვეულნი იყვნენ, როგორც ექსპერტები.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ წერილში „პარტიები საქართველოში“ აღნიშნულია: ბოლშევიკებმა გამოაცხადეს, რომ ლეგალიზაციას მისცემენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთაც სწამთ მესამე ინტერნაციონალი და საბჭოთა სისტემა. ასეთები აღმოჩნდნენ თედო ღლონტი და ყოფილი ბოლშევიკი, შემდეგ ფედერალისტთა დეპუტატი შალვა ნუცუბიძე მცირე ჯგუფით. ისინი გამოსცემდნენ გაზეთ „სოც. ფედერალისტს“. სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ ისინი პარტიიდან გააძევა და გაზეთის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომ პარტიის ორგანო არ იყო.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ამნისტიის გამოცხადების მიუხედავად ბოლშევიკებმა მაინც დაიწყეს სისხლის სამართლისა და განსაკუთრებული რაზმის წევრების გასამართლება ძველი მთავრობის სამსახურისთვის და 3-4 წლით საზოგადო სამსახურს აკისრებდნენ, ასე „გაასამართლეს“ დ. ალშიბაია, დოლაბერიძე და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით 1921 წლის 13 მაისიდან 1922 წლის 17 ნოემბრამდე იგი მეტეხის სატუსაღოში იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქაფრთველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება წიგნების ფასების გადასინჯვის შესახებ. განჩინების თანახმად, გამგეობამ ეს საკითხი პრეზიდიუმს მიანდო. გადაწყდა, რომ ფასები მოემატებინათ მაღაზიის გამგის მოსაზრებისა და თევდორე კიკვაძის მოხსენების გათვალისწინებით. წიგნების ნისიად გაცემა აიკრძალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკა ქუთათელაძის მოხსენება (რეცენზია) იპოლიტე ვართაგავას „სიტყვათა თეორიის შესახებ“. გამგეობამ ქუთათელაძისთვის 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა „დედა ენის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვას. პრეზიდიუმის აზრით, 30000 ცალი უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დაეთანხმა პრეზიდუმს. ამასთან გადაწყდა, რევკომისათვის დედა ენის ორივე ნაწილის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ქაღალდი მოეთხოვათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თ. კიკვაძე, თავმჯდომარის ამხანაგი: კ. ნინიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა წარუდგინა 1920 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 30 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით მწერალს თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ანასტასია ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარიდან 20 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით ხოშტარიას თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დაამთავრა ლექსიკონის გადაწერა. სულ გადაწერილი ჰქონდა 104442 სიტყვა.

