საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერმანიის სამხედრო უწყებისა და გერმანელთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა შორის გამართული დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა გენერალ ლოსოვთან განსახილველი ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი: 1. გერმანიის მხრიდან საქართველოს საერთაშორისო და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხების ხელშეწყობა; 2. გერმანიის ჯარის მოახლოება საქართელოს საზღვრებთან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; 3. გერმანიაში მყოფი ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება; 4. საჭიროების შემთხვევაში, გერმანელი ტყვეების გამოყენება ანარქიასთან საბრძოლველად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება გერმანიის სამხედრო უწყებისა და ეროვნულ საბჭოში გერმანელ წარმომადგენელთა შორის გამართული დისკუსიის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მოისმინეს ქართველი თავადაზნაურობის პეტიცია, სადაც ისინი მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოირკვა, რომ ახალქალაქში სომხებმა ააწიოკეს ქართველი მაჰმადიანები. გაანადგურეს მამედ ალი ბეგ ფალავანდიშვილის სოფელი, დაატყვევეს ის ოჯახთან ერთად და წაიღეს 2 მილიონის ღირებულების ოქროულობა. ახალქალაქის ქართულ საბჭოს დაევალა დატყვევებულთა გათავისუფლება და გატაცებული ქონების დაბრუნება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის ბოლოს სერგო ორჯონიკიძის მოწინააღმდეგე ჯგუფის რამდენიმე წევრი საქართველოდან გაიწვიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ტექნიკურმა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად და ამ საკითხის შესასწავლად კომისიაში მონაწილეობისათვის მიიწვია ინჟინრები: გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ძე ქურდიანი, ი. ვაწაძე, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე, ლევან დიასამიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ნიკოლოზ ლევანის ძე გვარამაძე, იოსებ ყიფშიძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძემ წაიკითხა მოხსენება, რომელიც საბჭომ სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს სამი განყოფილება: სააღმშენებლო, მექანიკური და სამთამადნო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის დეკემბერში ბათუმში სასამართლოსკენ მიმავალი ვარდენ თიკანაძე ბადრაგებს გაექცა, მაგრამ დამალვა ვერ მოასწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე ბუდუ მდივანმა გააკეთა განცხადება რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროსთან ურთიერთობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე უცხო ენების მასწავლებლებად აირჩიეს: ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი (ფრანგული), ილია თევდორეს ძე ყიფშიძე (გერმანული), ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (ინგლისური), ლეონ მელიქსეთ-ბეგი (სომხური), მოლა ცივაძე (არაბული), არტურ ადოლფის ძე ლაისტი (გერმანული), პეტრე გოზალიშვილი (იტალიური).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 ნოემბერს ბუდუ მდივანმა იოსებ სტალინს შეატყობინა, რომ სერგო ორჯონიკიძემ ქართველ კომუნისტებს საჯაროდ დასდო ბრალი შოვინიზმში.

1925

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს აფრასიონ მერკვილაძე თავისი რაზმის დაშლის შემდეგ რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ბათუმში წავიდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი კრება გახსნა ივანე ჯავახიშვილმა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლიციის დამარცხების შემდეგ აფრასიონ მერკვილაძე მებრძოლი კადრების შესანარჩუნებლად დათანხმდა სოციალ-დემოკრატების წინადადებას რაზმის დაშლის შესახებ

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას გამოეჩინათ მეტი სიფრთხილე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს შალვა ელიავა ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წლის იანვარში ვარდენ თიკანაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობაში, ერმოლოვზე თავდასხმასა და სპარსეთის რევოლუციაში მონაწილეობაში, სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ლევან დავითის ძე ღოღობერიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ორჯონიკიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს გრიგოლ კინწურაშვილმა ბათუმის სასაფლაოზე თავი მოიკლა.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 15 იანვარს ვარდენ თიკანაძე ჩამოახრჩვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საზოგადოება „კახეთს" ეროვნული საბჭოს სახელით საბარგო ავტომობილი გადასცეს.