საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნატალია გიგაური-გაბაშვილის თხოვნა ტურგენევის თარგმანის ჰონორარიდან ნახევარი თანხის წიგნის დაბეჭდვამდე მიცემის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა მაღაზიის გამგედ დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი გამგედ მიწვევა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის განცხადება წიგნების აკინძვის საფასურის გაზრდის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ცნობების მოძიებამდე გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის თხოვნა 5-მილიონიანი სესხის აღების შესახებ. გამგეობამ თხოვნა ცნობად მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეფროსინე აღლაძის თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის წლის ბოლომდე თვიურად 250 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 50 000 მანეთის კრედიტი გაუხსნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის თხოვნა სკოლებისთვის საჭირო სათვალსაჩინო ნივთების დამზადებისა და მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ერობისთვის ეცნობებინათ, რომ ამ საკითხის შესახებ შესაბამის დაწესებულებებს ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება ვაჟა-ფშაველას ნაწერების შეგროვებისა და გამოცემის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის მოწესრიგება პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება ძველი ვალების ჩამოწერის შესახებ. გამგეობამ კარიჭაშვილის წინადადება მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინო ყიფიანის წერილი „რის მსხვერპლად?“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „ლოიდ ჯორჯის პოლიტიკა და საფრანგეთი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „არჩევნებისათვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა წარადგინა დეკრეტი „მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ. დეკრეტი უკამათოდ მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ლტოლვილნი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 მარტს სახელმწიფო თეატრში გაიმართა ნინა კოშიცის მერვე გასტროლი, რომლის ხელმძღვანელი სერგო ევლახიშვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის წინადადებით მიიღეს დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იოსებ ხანანაშვილის წერილი „რუსეთი და საქართველო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „აფხაზეთის არჩევნები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ავქსენტი აბესაძის წერილი „აჭარა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი„საფრთხის წინაშე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ივანეს ასული ოცხელი-პოლოლიკაშვილისა იოსებ ოცხელის და იყო.