რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ნესტორ ღოღაბერიძე, ვარლამ კაშია, სევერიან მიქაძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: იასონ ღოღაბერიძე, იასონ აბზიანიძე, რებეკა ბოკალავაძე და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ევგენი ქუთათელაძე, მიხა ჯიქიძე, სანდრო მიქაძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვლადიმერ სანოძე, ბარ. შალამბერიძე, ცუცუნია ღოღაბერიძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ბაცია და ნიკო ღოღაბერიძეეები, ვენერა მიქელაძე და სხვები.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 17 იანვარს ვარლამ ჭილაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძესთან დადო ხელშეკრულება მისი ნაწერების გამოქვეყნების შესახებ.
1905
ტიპი: თანამდებობა
დავით გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცულ სპირიდონ ვირსალაძის მოგონებებში ეწერა, რომ 1905 წელს, ავტონომიის გამოცხადების შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 27 აპრილს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიხსნა. სესია 7 ივლისამდე გაგრძელდა. სხდომას საქართველოდან ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა. სხდომა 20 თებერვალს გაიხსნა და 5 ივნისამდე გაგრძელდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ქრებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მ. ბადრიძემ დონატოს როლი შეასრულა, ალ. თუმანიშვილმა – გრაფი დიუბრელისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ევ. ჩხეიძისამ ჯუზეპას როლი შეასრულა, ნინო პლატონის ასულ ჩხეიძემ – ადელინას, ე. გამრეკელოვისამ კი – მარიამისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა გუბერნატორის განკარგულებით ჯიღაურაში ძაგანაშვილების ოჯახის წევრები გასინჯა და მღვდელ ასათიანის ვარაუდი დაადასტურა: ოჯახის ყველა წევრს ინფიცირებული ხარის ხორცისგან ციმბირის წყლული გადასდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა ჯიღაურაში მცხოვრები ციმბირის წყლულით ინფიცირებული ძაგანაშვილების ოჯახის მკურნალობა და სოფლის მეთვალყურეობა ექიმ გიორგი ბროძელს ჩააბარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მონაწილე ქალთა გუნდი სპექტაკლისთვის ფალიევმა მოამზადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში საქველმოქმედო მიზნით დადგეს ხუთმოქმედებიანი დრამა „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“, რომლის რეჟისორები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხი და ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მარ. ანჯაფარიძისამ ტერეზას როლი შეასრულა, ილია ჩიქოვანმა – გუსტავო ემპოლისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ნოემბერს ავჭალასთან ნასვამ დავით ვოიკოს ფურგონს ლიანდაგზე სწრაფი სამხედრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 24 ნოემბერს ხაშურში, სურამის ხიდზე, ეფრემ გლუშჩენკოს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ბათუმთან ახლოს ყარამან ზედანიასთან მიმავალ ვაჭარ ზაქარია ჩუბინიძეს ორი თურქი დაესხა თავს. წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩუბინიძემ გონება დაკარგა, თავდამსხმელები გაიქცნენ.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 23 ნოემბერს რიონის სადგურთან 40 წლის ბერძენი მურად განზელოვი ლიანდაგზე დაშავდა.

