საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90135

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის საბავშვო მოთხრობები ცალკე წიგნად.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ გამოაქვეყნა მოთხრობა „ამხანაგი ბუთხუზი“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932-1933 წლებში ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანი „ნაბიჯები“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს დაიბეჭდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის მოთხრობა „რომანტიული ამბავი“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა ისტორიულ რომანზე „მურზაყან დადიშკელიანი“.

1935

ტიპი: ავტორობა

1945 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანის „მურზაყან დადიშკელიანის“ პირველი ნაწილი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა რომანზე „ახალი ხმელეთი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა სცენარი „გვირაბი“, რომელიც დასადგმელად მიიღო საქართველოს კინოსტუდიამ და მოსკოვის კინემატოგრაფიის სამხატვრო საბჭომ.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ბელადისადმი მიძღვნილ კრებულში დაბეჭდა მოთხრობა „სწორუპოვარი“ სტალინის ბათუმში მუშაობის პერიოდის მასალების მიხედვით.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა მოთხრობა „რომანტიკული ამბავი“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა მოთხრობა „შეძლებული ცხოვრებისკენ“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა მოთხრობა „მეცხრე ცაზე“.

1940

ტიპი: გარდაცვალება

პანტელეიმონ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 1940 წლის 15 აპრილს თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი დაიბადა 1903 წლის 1-ელ სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1933 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტი, განყოფილების გამგე და მდივანი იყო.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1938 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი იყო გაზეთ „სტალინელის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1941 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პასუხისმგებელი მდივანი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1942 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში დახელოვნების განყოფილების გამგედ მუშაობდა.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი იყო საფრონტო გაზეთების მთარგმნელი, კორესპონდენტი და რედაქციის მდივანი.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წელს ნიკოლოზ აგიაშვილი ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელი მდივანი იყო.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი წითელი არმიის ლეიტენანტი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1945 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი თარგმნიდა გაზეთს „წინ სამშობლოსათვის, წინ გამარჯვებისაკენ“.