საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90135

1947

ტიპი: თანამდებობა

1947-1951 წლებში ელიზბარ ზედგინიძე გაზეთ „კომუნისტის“ სპეცკორესპონდენტი იყო.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1947 წლებში ელიზბარ ზედგინიძე მუშაობდა სპეცკორესპონდენტად საფრონტო გაზეთში.

1927

ტიპი: ღონისძიება

ელიზბარ ზედგინიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1927 წელს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ელიზბარ ზედგინიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის მოთხრობების პირველი კრებული „ვერცხლის ქამარი“.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946 წლიდან ელიზბარ ზედგინიძე მუშაობდა ლიტმუშაკად რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებში.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის პირველი რომანი „იღვიძებენ მთები“, რომელშიც ასახულია სოფლის სოციალისტური გარდაქმნა აჭარაში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლიდან ელიზბარ ზედგინიძე აქვეყნებდა რომანებს დიდი სამამულო ომის თემაზე.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „შაშილარი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის მოთხრობები.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „რკინის ძმები“.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „განთიადის წინ“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „ცხოვრება ბრძოლაა“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის საბავშვო მოთხრობები.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „ორი მზე“.

1983

ტიპი: გარდაცვალება

ელიზბარ ზედგინიძე გარდაიცვალა 1983 წლის 9 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს არნო ონელმა ონის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში არნო ონელი მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ამბროლაურის რაიონის სოფელ აბარში, შემდეგ კი – მისი ინიციატივით გახსნილ ლიხეთის დაწყებით სკოლაში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1926 წლებში არნო ონელი მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ორგანო – ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქციაში ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ კი – მის პასუხისმგებელ მდივნად.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში“ ა. ნაქერალელის ფსევდონიმით დაიბეჭდა არნო ონელის პირველი ლექსი „შემოღამების ესკიზი“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გამოქვეყნდა არნო ონელის პირველი წიგნი „მთები“.

1961

ტიპი: ღონისძიება

1961 წლის ოქტომბერში მწერალთა კავშირის კლუბში გაიმართა არნო ონელის დაბადების 60 წლის და ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის საიუბილეო საღამო.

1979

ტიპი: გარდაცვალება

არნო ონელი გარდაიცვალა 1979 წლის 23 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბესარიონ დავითის ძე ჟღენტი დაიბადა 1903 წლის 1-ელ ივლისს ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ბესარიონ ჟღენტმა სწავლა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში.