რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილი საზოგადოების საქმისმწარმოებლად აირჩიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იონა მეუნარგიას წინარეხსა და თონეთში ჩასვლა და სკოლების მშენებლობის პროცესის დაწყება დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილება სკოლის გახსნის თაობაზე გუბერნატორისთვის დასამტკიცებლად გაეგზავნათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ვერის ბაღში დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარლის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს შეატყობინა, რომ 19 სექტემბერს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილთან, დავით ჩუბინაშვილსა და მაკო აფხაზთან ერთად საგურამოში ავიდოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილეს გრიგოლ იერემიას ძე არწრუნის სახლის და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში გადასვლის საკითხი.
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიამ ვარშავის ქართველ სტუდენტთა სახელით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა ვარშავის ქართველ სტუდენტთა ბიბლიოთეკისათვის გაზეთ „ივერიის“ კომპლექტისა და თავის თხზულებათა ოთხტომეულის გაგზავნისთვის.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე და დამსწრეთ განუმარტა, რომ ამ სასწავლებლისთვის აუცილებელი იყო დამოუკიდებლობა, რაც მას ბანკის დახურვის შემთხვევაშიც შეაძლებინებდა არსებობას.

