რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან თავად-აზნაურთა საგანგებო თათბირზე საუბარი იყო აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ თავადაზნაურობის შეიარაღებული დაპირისპირების საჭიროებაზე. ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა, არ გადაედგათ ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის 13 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექიმი გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის სკოლის მზრუნველად აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წელს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით ვალერიან გუნიამ, პეტრე ყიფიანმა და თედო სახოკიამ საგურამოში მიაკითხეს თხოვნით, ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო დავით სარაჯიშვილთან ბარონ დე ბაის პატივსაცემად გამართულ წვეულებას.
1903
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილი მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად სადილზე მიიწვია.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წელს საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ანდრონიკაშვილის თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძეს ორჯერ გაუხანგრძლივა შვებულება, რათა ამ კრებებზე დასწრება შესძლებოდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, შეიტანეს კორექტივები და გამგეობის წევრად ვახტანგ მუსხელიშვილი აირჩიეს.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვლის სამმართველომ გამოიძახა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა. თბილისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმების გამოცხადების გამო ილია აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც მიიღეს დადგენილება სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსის, ედუარდო როპის მიერ თბილისში გამართულ დარბაზობას.

