რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის 12 მაისს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის წევრთა საერთო კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილს ბათუმის სკოლისთვის დასაქირავებელი შენობის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მოსთხოვეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაფიელ ერისთავს ივან კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის ჰონორარი მისცეს და იგავების დაბეჭდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი სტიპენდიატისთვის ცუდი მოსწრების გამო სტიპენდია მოეხსნათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის გაფართოების შესახებ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის უნდა ეცნობებინათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ, გიორგი თუმანიშვილმა და პეტრე უმიკაშვილმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებული გამოსაცემად მოამზადეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 1-ელ აპრილს პეტრე უმიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა ეკატერინე ზაალის ასული ორბელიანის რამდენიმე წერილის ასლი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 1-ელ მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მუზეუმის შენობის ასაგებად პროექტის შეკვეთის საკითხი და ამისათვის 150 მანეთი გამოყეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 21 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გიორგი თარხნიშვილს შეატყობინა, რომ მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე საფუძვლიანად შეესწავლა საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, 2000 მანეთის ოდენობის სესხი მიეცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ ილია ჭავჭავაძეს მოურავად მუშაობის დასაწყებად დახმარება სთხოვა.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს ფოსტა-ტელეგრაფიის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად კვანტალიანის დაინიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.

