რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიიღო მოსე თოიძის წერილი. ის სთხოვდა ფულად დახმარებას ქართველ ისტორიულ პირთა – თამარ მეფის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ქეთევან დედოფლის ლითოგრაფიული პორტრეტების გამოსაცემად. გამოცემა ხორციელდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილი გაუგზავნა ოთხპროცენტიანი გირავნობის ფურცლების გამოსაშვებად ნებართვის მისაღებად.
1905
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურობის კრებაზე საშუალო სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად შექმნილ კომისიაში აირჩიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, კავთისხევის სკოლისთვისეცნობებინათ, რომ მათი მერხები მზად იყო და შეეძლოთ წაეღოთ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს პეტერბურგის წიგნის მაღაზია „ფენუ და კორპორაციისაგან“ მიღებული წიგნების ნუსხის განხილვა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის შედგენა დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით ნაფიცი ვექილის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დავით მიქელაძესა და გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო გორში და კრივის შეჯიბრებას დაესწრო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სახალხო დღესასწაულ ისპანახობას, რომელმაც მთავრობის მიერ აკრძალული ყეენობა ჩაანაცვლა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, ქუთაისის სკოლის მზრუნველთა საბჭოსგან ადგილობრივი სათავადაზნაურო სკოლის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძესა და რაფიელ ერისთავს ბიბლიოთეკის მოსაწყობად და წიგნების მოსაპოვებლად პროექტის შედგენა დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების მიერ გამოცემული და გასაყიდი წიგნების სია გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდებოდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისის კომერციულ ბანკს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის გამგზავრების გამო საბანკო ქვითრებს ხელს ალექსანდრე ჭყონია მოაწერდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე 1880 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვა წაიკითხა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნის თეატრში კომედია „მაჭანკლის“ პირველ წარმოდგენას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

