საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89857

1904

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ილია ნებიერიძემ პოლიციის ჯაშუში მეეზოვე მოკლა. მის ნაცვლად დაიჭირეს თევდორე სოხაძე და ზაქარია დვალი დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს.

1908

ტიპი: გარდაცვალება

პოლიციამ გარსო მამაცაშვილი ფეხში დაჭრა და შეიპყო, სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის 1908 წელს მეტეხის ციხეში ჩამოახრჩვეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს მოკლული ძმის ცხედრის სანახავად მიხეილის საავადმყოფოში მიმავალ პოლიციელ იმნაძის ეტლს გარსო მამაცაშვილმა ვორონცოვის ძეგლთან ბომბი ესროლა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, არ. ნ. ქეთხუდოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია თამამშევი თვითმმართველობის თბილისის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნ. თ. დობრჟანსკი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ი. ო. წურინოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, არტემ თამამშევი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანტონ სოლომონის ძე ყორღანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ს. ა. ამიროვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, იაზ. დ. თუმანოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, აბ. პ. ბებუთოვი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს სანდრო ჯავახიშვილმა რკინიგზის სახელოსნოს ზეინკალი პეტრე ფთაძე მოკლა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ნაძალადევში შეიკრიბა მძარცველთა ჯგუფი, რომლის მეთაური სანდრო ჯავახიშვილი იყო.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს დაპატიმრებულ ხევსურთა საგამომძიებლო საქმეს უშიშროების ლეიტენანტი ალექსანდრე ქვლივიძე რუსულად აწარმოებდა.

1904

ტიპი: მფლობელობა

ალიხანოვის საკონდიტრო 1904 წელს ვორონცოვის ძეგლის წინ იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს საკონდიტროს მფლობელმა ალიხანოვმა მუქარის წერილი მიიღო, რის გამოც მის მაღაზიას ცხენოსანი ყაზახები იცავდნენ.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წელს ნოე თევზაძემ ალიხანოვი მის საკუთარ საკონდიტროში მოკლა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ნებიერიძეს, ტიხონა სანაძეს, ნიკოლეიშვილსა და ნოე თევზაძეს ალიხანოვზე თავდასხმის პირველი გეგმა ჩაეშალათ, რადგან მის საკონდიტროს ყაზახები იცავდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გარსო მამაცაშვილი თანაგუნდელებთან ერთად თავს დაესხა ცალხელა შავრაზმელ პიორიშკინს, მას რამდენიმე ყუმბარა ესროლეს, მაგრამ პიორიშკინი გადარჩა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს თათარა ლიქოკელი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხევსურეთის ამბოხების მონაწილე იყო.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წელს ალექს ოჩიაურს საპატიმროში აიძულებდნენ, ანდრო თოფაძე ანტისახელმწიფოებრივ დანაშულში ემხილებინა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.

1931

ტიპი: ნასამართლეობა

1931 წელს ინჟინერი ანდრო თოფაძე გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს.

1936

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1936 წელს პატიმარ მინდია მგელას ძე ლიქოკელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ციხეში მის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდნენ.