რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე სვიმონ ღოღობერიძე ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ი. მთვარელიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 1 მანეთი შესწირა, გ. ლ. ყიფიანმა – 40, მიხა წამალაშვილმა კი – 44 კაპ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შანშიევი ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ივანეს ძე რაშეტი თბილისის სამოსამართლო პალატიდან კიევში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილს და ეკატერინე და თამარ ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილებს თელავში ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ალექსანდრე პავლეს ძე სმიტენი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ზურაბის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევს თელავში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ივანეს ასულ წერეთლის გორში მდებარე ერთსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ივანეს ასულ წერეთელს გორში ჰქონდა ერთსართულიანი სახლი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ზურაბის ასულ რუსიევ-ყორჩიბაშევის თელავში მდებარე ორსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას ივლისში მკითხველთაგან – 7.70 მანეთი, ნაშთის სახით — 83.87 მანეთი, დღიურად კი 2.71 მანეთი ჰქონდა მიღებული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივნისს ავლაბარში მოვაჭრე ერემია გულაზოვმა ონანა გულაზოვს ტამოჟნიიდან საქონლის გამოსატანად 1610 მანეთი გაატანა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სწავლა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „დავითნი“ მესამე გამოცემა, ხუცურად ნაბეჭდი 1712 წელს, ვახტანგ მეფის სურათით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკას აგვისტოსთვის 71.58 მანეთი ჰქონდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივნისს გაიმართა ალექსანდრე ხოსროევის სასამართლო პროცესი, რომელსაც მისი ადვოკატი შევალიე ესწრებოდა, ხოლო თავად ხოსროევმა ავადმყოფობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.

