საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს დავით ვახვახიშვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ სერგო მღებრიშვილის 3 თვით დაპატიმრება გადაწყვიტა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ მოსეს ძე ტერ-სტეფანოვს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ანდრიას ასულ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ აბრამის ძე ჩიქოვანს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეფროსინე ევსეის ასულ ასათიანს თბილისში სამი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეფროსინე ევსეის ასულ ასათიანის თბილისში მდებარე სამ ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თინათინ ზაქარიას ასულ გაბაშვილს თბილისში, ლაბორატორიის ქუჩაზე, ორსართულნახევრიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატის პროკურორი ალექსანდრე სმიტენი პროკურორების მოქმედებების შესამოწმებლად ქუთაისში წავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სარდიონ ქავთარაძე ყარაიზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამბროსი უჩანეიშვილი ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის ალექსანდრე შაგბაგოვი ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ რუბანი ქუთაისის ქალთა პირველდაწყებითი სკოლის მმართველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აბრაამ ფირსოვი აღდაშის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მარტს ქალაქის ექიმმა მაღალოვმა პოლიციელების თანდასწრებით ტრაქტირები, ფურნეები, დუქნები და სხვა მსგავსი დაწესებულებები დაათვალიერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ილია ხოხიაშვილი ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს არმენაკ ტერ-აბრამიანი ჯულფის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ყოფილი ფოსტალიონი გიორგი შალამბერიძე დროებით დაინიშნა ჩინოვნიკად სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ავეტიქის ძე არუთინოვს თბილისში, ვანქის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ავეტიქის ძე არუთინოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 19 თებერვალს ერწოს ხეობაში მიხეილ წიკლაური ადიდებულ მდინარეში ცხენით შევიდა. მისი გვამი მდინარემ რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისა და ეკატერინე და თამარ ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილების თელავში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის განყოფილებაში ნიკოლოზ შანშიევის საქმის განხილვა დაიწყეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ელიზბარის ძე გუნდიევის თბილისში მდებარე სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე ელიზბარის ძე გუნდიევს თბილისში სამსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.