რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დიმიტრი კარიჭაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ და ნიკოლოზ ელიავამ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს სამსონ ლიაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილი ვარდანა ხეთაგური ცხინვალში შეიპყრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისს ცხინვალში ვარდანა ხეთაგურმა ძარცვის დროს ფილტვში დაჭრა მწყემსი დავარაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარდანა ხეთაგური 2 წლის განმავლობაში ცხინვალის მოქალაქეების ქონებას იტაცებდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერემია და ონანა გულაზოვები ძმები იყვნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ხატები გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“ და „ცნობის ფურცელი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლაში მეორე და მესამე კლასის მოსწავლეთა წლიურ გამოცდას სკოლის ზედამხედველი ტატიშვილი და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაესწრნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ლ. გაჩეჩილაძის ლოტბარობით იგალობეს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივნისს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის სკოლის მოსწავლებს ზედამხედველმა ტატიშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი ქუთაისის მომრიგებელ-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებლად ქალის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ მორფილმა, რომელიც სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენას, საქართველოში ყოფნის დროს შეიძინა არაერთი ქართული ენის სახელმძღვანელო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილს იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად გაუგზავნა ყველა თავისი სახელმძღვანელო.

