საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში არისოტელე ქუთათელაძის ქართული გრამატიკა 0.40 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-2 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში პოლიევქტო კვიცარიძის გრამატიკის სახელმძღვანელო „სწორმეტყველება“ 0.40 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ნათიძის მოთხრობა „ბნელო“-ს მე-3 თავი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ტუკუშაშვილი მღვდელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ტუკუშაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რამდენიმე ძველი ფული შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე თეოდოსის ასულ სტრახოვის, ანა და ბარბარე ივანეს ასულ სტრახოვების, გიორგი და ივანე ივანეს ძე სტრახოვების, ელენე ივანეს ასულ ლუნდეკვისტისა და ნინა ივანეს ასულ შულგინის თბილისში, მიხეილის, ელისაბედისა და გერმანელების ქუჩებზე, მდებარე 3 სახლს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ გიორგის ძე სეგმანოვის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს და 3 დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ანდრიას ასულ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ აბრამის ძე ჩიქოვანის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ვასილ კოპტონაშვილმა ივანე წიკლაურს მადლობა გადაუხადა სოფ. ამტნისხევის სკოლაზე ზრუნვისა და დახმარებისთვის.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის კომისიას, რომლის წევრიც იყო სიმონ ღოღობერიძე, სკოლის წესდების პროექტის შედგენა ევალებოდა.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ ქარუმიძეს ერთი თვით დაპატიმრება მიუსაჯა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ყოფილი ფოსტალიონი ფრიდონ ალიევი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში დროებით ჩინოვნიკად დაინიშნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს დავით ვახვახიშვილმა მეხუთეკლასელ მოსწავლეს 20 მანეთი მოჰპარა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ჩაიკოვსკი თბილისის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ მოსეს ძე ტერ-სტეფანოვის გორში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იაკობ ივანეს ძე რაშეტი კიევის სამოსამართლო პალატიდან სარატოვის გუბერნიაში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თინათინ ზაქარიას ასულ გაბაშვილის თბილისში მდებარე ორსართულნახევრიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისი ფოსტა-ტელეგრაფის 1-ელი განყოფილების ფოსტალიონი ნესტორ ზენაიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პოზნანსკი თბილისის სასამართლოს პროკურორად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მ. ი. მრევლიშვილი მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ყოფილი ფოსტალიონი თამარა ქურთაშვილი დროებით ჩინოვნიკად დაინიშნა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში.