რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მოსახლეობას სწავლა-განათლების საჭიროებაზე ესაუბრა და აუხსნა, რამდენად საზარალო იყო, რომ წილკანს სკოლა არ ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 მარტს თბილისში ნიკოლოზ ლაზარევმა დიმიტრი ოვჩინიკოვს დანით სამი ჭრილობა მიაყენა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ დავით ვახვახიშვილს 1 თვით დაპატიმრება მიუსაჯა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასულიერო მთავრობამ ესტატე ცხვედაძეს სოფ. სამთავისის ამაღლების ტაძრის შეკეთება დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ბ. ი. იელაგიანი, ს. გ. ტერტეროვი, ი. ნ. სტეპანოვი, ვ. ი. წოვიანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ი. გ. ქრისტეფოროვი, ი. ი. კარაევი, გ. ს. ენიკოლოპოვი, ნ. ე. მზარეულოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: გრიგოლ ს. ბაღდასაროვი, პავლე მარკოზის ძე დოლუხანოვი, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი, პ. ი. სარქისოვი, ი. ა. კორღანოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხარაგაულში სამკითხველო გაეხსნათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმა გ. ვაჩნაძის რჩევით ეპისკოპოს პალადის სთხოვეს, რომ მათთვის ეკლესია აეშენებინა და მოძღვარი გაეგზავნა, რადგან სურდათ მამა-პაპის სარწმუნეობას დაბრუნებოდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმი გ. კობაიძე ჩავიდა, რომელმაც აღწერა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმმა იულიცკიმ გავრცელებული დაავადების ყვავილის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა აცრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მღვდელმა ალექსანდრე ზედგინიძემ თავისი ცხენი მედუქნე ტატო მთვარელიძის სადგომში დააბა, საიდანაც ის ქურდებმა მოიპარეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზედგინიძე მღვდელი იყო.

