რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანის სააპელიაციო საჩივარი განიხილა. მას ბრალდებოდა ექვთიმე მჭედლიძის მკვლელობა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ შაბათს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თუკი რომელიმე არტისტის შესრულება არ მოსწონდათ ამას სალანძღავი სიტყვებით კი არ გამოხატავდნენ, არამედ თავაზიანი კრიტიკით. მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ სულმოკლე ადამიანისთვის თუ იქნებოდა საწყენი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დავით გიორგის ძე ერისთავის თარგმნილი ორმოქმედებიანი კომედია „პარიჟელი ბიჭი“ და სამმოქმედებიანი კომედია „სადავო მფლობელობა“. ორივე პიესა საკმაოდ ცნობილი იყო საზოგადოებისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული დასის მიერ წამოდგენილ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიჟელ ბიჭში“ ჟოზეფის როლს ასრულებდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდნენ: სპირიდონ ივანეს ძე შემეტოვი, პავლე ნიკოლოზის ძე სოფრანსკი და ნიკოლოზ ივანეს ძე მოროზოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ტარას ივანეს ძე მულინი იყო კოლეგიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ვასილ ნიკოლოზის ძე სტეპანოვი იყო გუბერნიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე იოსების ძე ქიშმიშევი იყო გუბერნიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა ვასილ ნიკოლოზის ძე სტეპანოვი, რომელიც იყო კანცელარიის XII კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა ალექსანდრე იოსების ძე ქიშმიშევი, რომელიც იყო კანცელარიის XII კლასის ჩინოვნიკი.

