რეგისტრირებული ფაქტები90061
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის თაოსნობით დადგმული ქართულ-რუსული სპექტაკლებიდან შემოსული თანხა სენაკის დედათა სკოლას შესწირეს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა პეტრე ალექსანდრეს ძე შაბანოვი, რომელიც იყო უმცროსი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი პეტრე ალექსანდრეს ძე შაბანოვი იყო გუბერნიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს თანამშრომელი ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი იყო ტიტულარული მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი იაკობ სერგის ძე მედვედევი იყო კოლეგიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ანდრეი ნიკოლოზის ძე გრიბოვსკი, რომელიც იყო XII კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ანდრეი გრიგოლის ძე მონინი იყო კოლეგიის რეგისტრატორი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელ ანდრეი ნიკოლოზის ძე გრიბოვსკის ჩინი არ გააჩნდა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში აგრონომად მსახურობდა ანდრია ივანეს ძე დეიჩმანი.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირაკოზ ვართანოვი ქაზახის მაზრის მცხოვრები იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 მარტს ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში მოჰყვა პოღოზ ისრაილოვი და დაშავდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეტიქ სტეფანოვი ქალაქ თბილისში ნავთლუღის ახლოს აგურის ქარხანას ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მალიშევის მამულების სამმართველო ქუთაისში მესხეთის ქუჩაზე მდებარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 მაისს ქუთაისში ნ. მალიშევის მამულების სამმართველოში ლუხვანის ტყიდან გამოტანილი ბზის ვაჭრობა გაიმართებოდა. ვაჭრობის მსურველებს წერილის სახით უნდა გაეგზავნათ თავისი პირობები სამმართველოში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს გაიმართა საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე ევანგულოვი იყო.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი საურთიერთო კრედიტის საზოგადოების წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაიდანოვი საურთიერთო კრედიტის საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო. მან დატოვა სამსახური, რადგან ახალი კანონის თანახმად სახელმწიფო მოხელეს სხვა სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, კაიდანოვი კი პარალელურად სხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანენკო საურთიერთო კრედიტის საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო. მან დატოვა სამსახური, რადგან ახალი კანონის თანახმად სახელმწიფო მოხელეს სხვა სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ივანენკო კი პარალელურად სხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობის კენჭისყრაზე ბაბანოვმა გაიმარჯვა და დირექტორად დანიშნეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 28 მარტს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძეს ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა. მას პლატონ ნიჟარაძის განზრახ მკვლელობა და დაჭრა ბრალდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პლატონ ნიჟარაძე საცემად მისდევდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესროლა მას, მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. ნიჟარაძესთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

