საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90061

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მინას ბერბერიანი სომხური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „Норъ-Даръ“-ის რედაქტორი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროს კომისრის, მ. ჯაფაროვის ბრძანებით, თექის ქარხნის მესაკუთრე ალექსანდრე ზარგარიანცს უფლება მიეცა კავკასიაში შეეძინა 3000 ფუთი შალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატმა კავკასიის ჯარის ხელმძღვანელად დანიშნა გენერალი ლებენდინსკი, შტაბის უფროსად – ლევანდოვსკი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „გაბზარული გული“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ალექსანდრე ჟორჟოლიანი დანიშნა თავის რწმუნებულად ვაჟთა N4 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, ნაწილი III.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია, გამოეყენებინათ იგივე მეთოდები, რომლებითაც ბოლშევიკები რუსეთში ხელმძღვანელობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატია გზას აცდა და მიწის საკითხი ეროვნულ-დემოკრატებისგან ისესხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ ეს კანონი გლეხკაცობას გააპროლეტარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ ჰკითხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს, თუ სად იყო აკრძალული მიწების ყიდვა-გაყიდვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს ჰკითხა, წაკითხული ჰქონდა თუ არა გერმანიის მიწის კანონი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია, ეს კანონი არ მიეღოთ, რათა ვინმეს საშუალება არ მისცემოდა, ბოლშევიკური დროშის ქვეშ შებრძოლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ვერ გაატარეს სოციალისტური კანონი მიწის შესახებ, ეს არ უნდა გამხდარიყო შიშის საფუძველი ქვეყანაში ამ საკითხის სოციალისტურად გადაჭრის საქმეში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა რუსეთში ბოლშევიკების მიერ გამოცემული მიწის სოციალური კანონი ქაღალდზე დაწერილი დარჩა და ვერ განხორციელდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ ესერების და ფედერალისტების გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ ეს კანონი მხოლოდ სპეკულიანტებს მისცემდა მიწების შეძენის საშუალებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ბიქტორ თევზაიამ მოხსენება წაიკითხა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტს თელავის დამზოგველი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: მ. შიუკაშვილი, ი. როსტომაშვილი და დ. კიკნაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტს თელავის დამზოგველმა საზოგადოებამ გამგეობის სარევიზიო კომისიის ახალ წევრებად აირჩია: კ. მახვილაძე, ი. ზარაფაშვილი, ზარაფაშვილი და ცისკარაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს დაგეგმილი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხოროს კონცერტი იოსებ რატილის ლოტბარობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ირაკლი დიდიძის წერილი „დაღესტანი და აზერბაიჯანი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებმა სომხებმა დეპეშით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ-ჯორჯს და სთხოვეს, სომხეთის განთავისუფლებისთვის ხელი შეეწყო („ტაიმსი“).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვი იყო ბუღალტერიის კურსების ხელმძღვანელი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებზე მეცადინეობა დაიწყებოდა 1-ლი თებერვლიდან.