რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი კავკასიის ოლქის ინტენდანტი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალი ვ. ი. იანოვსკი ქალაქ ჩერნომორკიდან ჩამოსულმა თანამშრომლებმა ქუთაისიდან გააცილეს სხვა სამსახურში. იანოვსკიმ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის. იგი ვაგონში ხელით შეიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 მარტს სარქის და სოლომონ არუთინოვებმა შვეიცარიის ქვეშევრდომ ვარონინს მოპარეს 100 მანეთის ღირებულების ვიოლინო, რომელიც პოლიციამ იპოვა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის და სოლომონ არუთინოვები ვიოლინოს ქურდობისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ო. სვანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დგებუაძეს წმ. ანას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დგებუაძე რედუტ-კალეს ბოქაული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მდივანს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით კახიძეს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ხოშტარიას წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოშტარია ფოთის სამოქალაქო პოლიციის ბუღალტერი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მელიქ ასლანოვს წმ. სტანისლავას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მელიქ ასლანოვი ელიზავეტპოლის მემამულე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართველობამ კ. სვიმონოვს ავაზაკების დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაცვალოვი მთავარმართებლობის განკარგულებით თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილებიდან მე-7-ში ბოქაულის თანაშემწედ გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დერპაცკი მთავარმართებლობის განკარგულებით თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებიდან მე-9-ში ბოქაულის თანაშემწედ გადაიყვანეს.

