რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მელიტონ ივანეს ძე რუსია საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით პავლიაშვილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეგობარი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ბიწკინაშვილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეგობარი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების თელავის განყოფილებამ დაბეჭდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ საიუბილეო (30) ნომერი, რომელშიც მოთავსებული იყო შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, დავით კასრაძის, დუტუ მეგრელის, ანასტასია წერეთლის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის, ივანე გომართელის, ალექსანდრე ფაღავას, ივანე თინიკაძის და სხვათა მოთხრობები და ლექსები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა საბჭოს, ვაჭარ-მრეწველთა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თაოსნობით თბილისში საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი „ცენტრობანკი“ დაარსდა. ბანკის ძირითადი თანხა 20 მილიონი მანეთი იყო. თითო აქცია 1000 მან. ღირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ ალექსის ასულ უტულოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 128.5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსი იოსების ძე მოსეშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 სექტემბერს თბილისის ხმოსნები ქალაქის მოურავობის კანდიდატთა დასასახელებლად შეიკრიბნენ. ხმის მიცემის შედეგად გადაწყდა, ამ თანამდებობაზე კენჭი ბ. ალიხანოვსა და ნ. ზ. თუმანიშვილს ეყარათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 მაისს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგენათ აკაკი წერეთლის სამმოქმედებიან თხზულება „კინტო“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 1-ლი მაისიდან თბილისის საადგილმამულო ბანკი ცლიდა თავის ოფისს, რომელიც სოლოლაკის ქუჩაზე კ. გრუზინსკის სახლში მდებარეობდა. სახლის ქირაობის ახალი მსურველები ბანკის გამგეობაში უნდა მისულიყვნენ პირველის ნახევრიდან ორის ნახევრამდე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მარტს ნინო სერბინოვის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრომ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თეიმურაზის ასული გედევანოვის სახლი, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, დაზიანებული იყო და პოლიციამ ქალაქის გამგეობას სთხოვა შეემოწმებინა რამდენად უსაფრთხო იყო საცხოვრებლად.

