რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1872
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1872 წლიდან დავით კლდიაშვილს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მფარველობდნენ იქ მცხოვრები ქართველები: ნიკო ლომოური, გიორგი საძაგლიშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი კირიონი), დავით ალადაშვილი (შემდგომ ეპისკოპოსი გიორგი) და მიხეილ ილურიძე.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს დავით კლდიაშვილი მშობლებმა საზაფხულოდ კიევიდან სამშობლოში წამოიყვანეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ კიევის სამხედრო გიმნაზიიდან სამშობლოში დაბრუნებულს დახვდნენ შეკრებილი თანასოფლელები, რომლებიც ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს მეზობლებთან და მთლიანად სოფლის გლეხკაცობასთან კარგადი ურთიერთობა ჰქონდა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 5 ივლისს დაწერილი დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ყაზარ კარაპეტიანცი იყო მთარგმნელი.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქალაქ თბილისის სასამართლომ გაამართლა გამგეობის წევრებად ნამყოფი ა.ივანენკო და ქრისტეფორე ვერმიშევი, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამსახურის დროს დანაშაულის ჩადენა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, მხატვრულ-ლიტერატურულმა წრემ წარმოადგინა „სოფლის გმირები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ი. ინაური, ევტიხ თალაკვაძე, ა. ზაქარიაძე, ინწკირველისა და სხვ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელია ფოთში სცენისმოყვარეთა გუნდის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ დრამატული საზოგადოება დააარსა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიამ ფოთის სამრევლო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტასო აბაშიძემ, ეფემია მესხმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურ-გომის დრამატულმა წრემ ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამო გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურში ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის „ოინბაზი“, დავით აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ და ვალერიან გუნიას „მონადირე“.