საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ სტეფანეს ძე ვართანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში ახალციხეში კარანის, მიხაილის და მთის ქუჩებს შუა მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 345 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა დაგირავებული, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხაილ პავლეს ძე მეფისოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ალექსანდრეს და მილიონის ქუჩებზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ განცხადებების შემკრები აგენტი მ. ო. გაჟონია იუწყებოდა, რომ განცხადებებს შეღავათიან ფასებში მიიღებდნენ. კანტორის მისამართი: ოლღას ქუჩა N6, კანტორა „განათლება“, ტელ. 3-44, ან ბინაზე სასამართლოს ბოლოში, არშაკუნოვის ქუჩა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზის ეპარქია საქართველო-იმერეთის „სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზიდან „ღვთისმშობლის სახელზე დაარსებული ძმობისგან“ ქართველმა სამღვდელოებამ წიგნები მიიღო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხის რამდენიმე სოფლის საყდარში სანთელი არ იყიდებოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კახეთში ფოსტა უწესრიგოდ არიგებდა გამოწერილ გაზეთებს, დიდ ნაწილს გზაში კარგავდა, რის გამოც მოსახლეობა ძალიან განაწყენებული იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ მთაწმინდაზე, ლაბორატორიის ქუჩაზე, საქალებო ინსტიტუტის ახლოს წყლის გაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა იოსებ ივანეს ძე რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული ქართველ მომღერალთა დასის შესრულებული „ალილოს“ პირველი რვეული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბელგოროდის საფოსტო განყოფილების მოხელე გრიგოლ კიკნაძე გადავიდა სახელმწიფო თვიურ სარგოზე, წელიწადში ექნებოდა 480 რუბლი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, სტამბაში იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას პოემა და „ამბავი დიმიტრი მაჩხანელისა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პ. ივანოვმა მეაბრეშუმეობის სადგურის რეორგანიზაციის პროექტი შეიმუშავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გაზეთ „იმერეთის“ რედაქციამ კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძის მიერ შედგენილი კედლის კალენდარი მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აბაშის ბოქაულმა აბაკაროვმა მომხმარებელი საზოგადოების გამგეობას საყასბოს გახსნა აუკრძალა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე ანდრიას ძე ასტაფაევი თბილისის სამხარეო მმართველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ერევნის ტელეგრაფის კანტორის მოხელე ვასილ პეტრუშენკო ბათუმის ტელეგრაფის კანტორაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელენა მიქელაძე თავისი თხოვნით გათავისუფლდა ფოსტა-ტელეგრაფის თბილისის კანტორიდან.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის თებერვალში თბილისის სამოსამართლო პალატის მდივანმა ალექსანდრე არეშოვმა დიმიტრი მუსხელიშვილს უჩივლა იმის გამო, რომ მან მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივარი პროკურორის თანაშემწე ა. გ. რიბინმა განიხილა, საბრალდებო ოქმი შეადგინა და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ბერეკაშვილი ამთავრებდა ჰენრიკ იბსენის დრამის „მოჩვენებანის“ თარგმნას. ამ დრამის ორი თარგმანი იყო უკვე ქართულ ენაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციიით, მალე გასაყიდად გამოიცემოდა კოტე მესხის „იმერული სცენები“ და „ჯუზეპე გარიბალდი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე გადაწყვიტეს, რკინიგზის მთავრობის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა შავი ქვის საქმეებისთვის ჭიათურის მუშების კავკასიის ტერიტორიაზე უფასოდ მოგზაურობის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლავრენტი წერეთელმა სოფ. ცხამში, თავის სახლში, სკოლა მოაწყო, თვითონ კი ბეღელში ცხოვრობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. მ. კირაკოზოვსა და ბ. გ. ოგანოვს 7 დღით იაფი ვაჭრობა უნდა გაემართათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს სოფ. ცხამში მღვდელ ლავრენტი წერეთლისა და ერთი გლეხის მეთაურობით ერთკლასიანი სამრევლო სკოლა დაარსდა.