რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სკოლებში სწავლების გაეროვნულების გამო უნდა შექმნილიყო ნაციონალური სასკოლო საბჭო, რომელსაც პროგრამები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ტერმინოლოგია უნდა შეემუშავებინა. ამიტომ 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის კომისარმა ლევან იასონის ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საბჭოსა და პროგრამების შესაქმნელად პედაგოგებითა და ლიტერატურით დახმარება სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სარგის კაკაბაძე იყო განათლების სამინისტროს დროებითი საქმეთა მმართველი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრიგოლ გველესიანმა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს წევრებს გააცნო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თბილისის მიწის სასწავლებელი სახალხო განვითარების განკარგულებაში გადავიდა, მიწის სამიჯნო დაწესებულებები კი მიწის წარმოების სამინისტროს დაექვემდებარა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მარტყოფის, აბედათის, ქვიანის, ხობის, ქვალონის, ონტოფოს, განმუხურის, უდის, ახალციხისა და გორდის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თავისი გამოცემების მთავარი საწყობი ჰქონდა თბილისში, ფრეილინის ქუჩის N7-ში.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ფოთის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი ასწავლიდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდას – ჯამაგირის მაქსიმუმ-მინიმუმი ზღვრისა და საპენსიო ფონდის დაწესებას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გრიგოლ იესეს ძე ბურწულაძე აწერდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1912 წლის სამოქმედო გეგმა საერთო სასწავლო ეროვნული გეგმის და პროგრამის შემუშავების მიზნით მასწავლებელთა გაერთიანებული შეკრებების მოწვევას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გაბრიელ სვიმონის ძე ბურჭულაძე აწერდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, შემოსავალი 11 045. 72 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 7 100. 03. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 3945. 69 მანეთი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი იყო დ. ქუთათელაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს სთხოვა, რომ 1913 წლის 20 აგვისტოდან პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაემტკიცებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს შეატყობინა, რომ პიღასი აბდუშელიშვილის ქალიშვილი გაკვეთილს პროფესიულ დონეზე უძღვებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნინო იოსების ასულ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ლატარია-ალეგრი გაიმართა, რომლის შემოსავლის 10 პროცენტი ომში დაღუპული ქართველი მეომრების ძეგლის ასაგებად გადაიდო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, 62 საქმე განიხილა, მათ შორის იყო შემდეგი საკითხები: სკოლის ადგილის გამოსყიდვა, მისთვის უძრავი ქონების შეძენა, სკოლის ბაღის შემოღობვა, სამკითხველოსა და საკვირაო სკოლის დაარსება და მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავის აღნიშვნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს დავით იაგორის ძე ალადაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები იანვრიდან სკოლის მათთან ახლოს გადატანას ითხოვდნენ. საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

