რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს N 102 ბრძანებით აცნობა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1919 წლის პირველი იანვრიდან გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა. მას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა აკოფოვა იმსახურებდა გერმანული ენის შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებას. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა ვასილის ასული აკოფოვას მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარდგინების პირს ამზადებდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 28 თებერვლის N116 პასუხად მისწერეს, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის შტატში დასამტკიცებლად საჭირო იყო ან ატესტატი ან ნამსახურებითი სია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 9 მაისის N 225 მინაწერის პასუხად მისწერეს, რომ ნინო აკოფაშვილისთვის გასამრჯელო უნდა მიეცათ როგორც საშუალო სასწავლებელდამთავრებული მასწავლებლისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვა ეცნობებინა ჯამაგირი ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილისთვის მიეცა როგორც საშუალო განათლების მქონე, თუ როგორც უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლისთვის. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მიზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის სიტყვიერი განცხადებიდან ჩანდა, იგი სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად, ასევე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია, რომლის დიპლომი პირველი მოხსენებისთანავე შეუძლია წარმოადგინოს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ორი წელი მუშაობდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილიმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილმა როგორც მისი ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N 103 ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველი იანვრიდან ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი ქუთაისის პირველი გიმნაზიის გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ავტორობა
ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 5 მარტის სხდომაზე მიწათმოქმედების სამინისტროს კომისრის მოადგილე პეტრე გელეიშვილმა განცხადება გააკეთა ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ. ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით, განსაზღვრულ ნორმაზე ზევით მიწების კონფისკაცია უნდა მოეხდინათ. მათ შორის, ყოფილი დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძის მამულისა. მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ უნდა მიეღოთ ნორმა, მთლიანად უნდა ჩამოერთვათ მამული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აგვისტოს, დილის 6 სთ-ზე სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი კილტავა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საღამოს პროფესორმა ტიხონოვიჩმა მას ფეხი მოაჭრა. იგი საერთო სისუსტის გამო გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 აგვისტოს ფოთის თვითმართველობის მუშა-მოსამსახურეთა კრებამ განიხილა მოხსენება ქალაქის კონკის მოანგარიშე სევერიან ტუღუშის მიერ ქალაქის კუთვნილი ფულის გაფლანგვის შესახებ და გააძევა კავშირიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გადამდებ სნეულებასთან ბრძოლის სათავეში მდგომმა პროფესორმა შიროკოგოროვმა მოიარა ბათუმის მიდამოები ქობულეთამდე და გაარკვია, რომ ამ სენით ქალაქგარეთ ავად არავინ გამხდარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიმონ ივანეს ძე პაიჭაძე ყუბანის ოლქის, სტავროპოლისა და შავი ზღვის გუბერნიის (სოჭის და ტუაპსეს გამოკლებით) კონსულად დანიშნა. მისი უფლება დონის რაიონზეც გავრცელდებოდა. პაიჭაძეს სტავროპოლში უნდა ეცხოვრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობაში“ თბილისის მეოთხე რაიონის სახ. გვარდიის შტაბი იმ გვარდიელთა – პლატონ ამბაკოს ძე კალანდაძე, ნოე გიორგის ძე ბაქრაძე, შალვა ირაკლის ძე გოგიბერიძე – საყურადღებოდ, რომლებიც შვებულებიდან დროზე არ დაბრუნდნენ, აცხადებდა, რომ თუ ათ დღეში არ დაბრუნდებოდნენ, ან შტაბს საპატიო მიზეზს არ აცნობებდნენ, დეზერტირებად გამოაცხადებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.